TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

,,მე ადამიანები მჭირდება ბედნიერებისთვის“ - სალხინოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლის ,,მონატრების 1 თვე“
16-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნანა კობერიძე ეპიდემიით გამოწვეულ სიტუაციას ჩანახატით გადმოსცემს და საკუთარ გრძნნობებს გვიმხელს. აბიტურიენტის მიერ გადმოცემულ სათქმელს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 


                                            ,,მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“

საუცხოო სიჩუმეა ირგვლივ...სიჩუმე,რომელიც გულამდე ჩადის,სულს აფორიაქებს... ახლა ხომ აპრილია, განახლების, გამოცოცხლების, სიკვდილზე გამარჯვების თვე... ვზივარ და ვაცნობიერებ,რომ სამყარო სულ სხვანაირია, აი ისეთი თუ კარის ზღურბლს გადააბიჯებ სხვას საფრთხეს რომ უქმნი...და მაინც რაოდენ რთულია ვერ გასცე სითბო, სიყვარული, პოზიტივი.

არასდროს მიყვარდა სიჩუმე,ჩაკეტილი კარები,ღრუბლებიც კი არ მიყვარდა,რადგან მზეს მიჩრდილავდა...უსასრულოდ მენატრება ღია სივრცე,ლაღი თვალების დანახვა...და თუ იკითხავთ რა არის მონატრება  მე გიპასუხებთ,რომ ის არის გრძნობა,რომელიც ქარაშოტივით შემოიჭრება სულში და ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივით გაგაქროლებს და მიგიყვანს იმ რეალობასთან,რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდები.. ,,გამოიდარებს’’ და ისევ ჩაიკრავ გულში საყვარელ ადამიანებს,აღარ გაიმეორებ დაშვებულ შეცდომებს,რომ არ გაეცი,რომ დაუმალე და ნაჭუჭში გამოკეტე სიყვარული,გრძნობა,ძალა,რომელიც ატრიალებს დედამიწას.

როგორც უთქვამთ ,,რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა და რა უნდა იყოს ამაზე დიდი,“თურმე სავსე ვყოფილვარ ამ სითბოთი და როგორც კი გავანგრევთ ჩარაზულ კარებს,მჯერა ერთიანად გავცემთ და ვიგრძნობთ,რომ ადამიანი არ გადასაულა ადამიანობის გზიდან...ამ განსაცდელსაც რწმენით დავითმენთ და მოვა ნათელი დღეები..

ამ იზოლაციამ უფრო გამიძლიერა გრძნობა ბებიებისა და ბაბუების მიმართ.და დღეს მე ყველა მათგანის წნევის დამაქვს დარდი.

განსაკუთრებით სკოლის კედლები მენატრება,დილაობით მასწავლებლების მისალმება.მაკლია რაღაც ისეთი მცირე და თან ისეთი დიდი,რომელსაც მომღიმარი სახეები ჰქვია..ვისწავლე,რომ არსებობისთვის მხოლოდ ჰაერი,წყალი და საკვები არ კმარა.მე ადამიანები მჭირდება ბედნიერებისთვის.ვისწავლე,რომ  რწმენაა უპირველესი.მჯერა იმ ნათელი წერტილის, რომელსაც უკეთესი ხვალინდელი დღე ჰქვია.ნუ დავეცემით ,,ყველაფერი კარგად იქნება.“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება