სიახლეები
სკოლები

„ეს მონატრებაც გაქრება, ჩაივლის, ისევ ახმაიანდება მსოფლიო, ისევ აწკრიალდება სკოლის ზარი - სალხინოს საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო ლორთქიფანიძის ჩანახატი
16-04-2020
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სალხინოს საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო ლორთქიფანიძე „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში თავის ემოციურ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჯერ კიდევ თოვლი იდო ირგვლივ, „მთათა ზედა“. ზამთრის სიჩუმე ისევ მკვიდრობდა. ყინვა მედიდურად მიმოდიოდა. მაგრამ იყო განწყობა მხიარული და იმედიანი. ხვალის მომავლით ვხარობდით, ლაშქრობის გეგმას ვადგენდით. კონცეფციაც შევიმუშავეთ, ცოტა საინტრიგო, მაგრამ საინტერესო. რა გვაინტერესებდა? რა უნდა გაგვეგო? რა უნდა მოგვესმინა?  გაგიმხელთ: მართლა ისმის თუ არა თოვლქვეშ გაზაფხულის სუნთქვა, ყვავილები სიცილით იხოცებიან? წყარო მღერის? ნაკადული რაკრაკებს, ჩურჩულებს თუ ქოთქოთებს?

ჩვენი ლაშქრობაც დაიგეგმა: დავლაშქრავთ მდინარე სულორის ხეობას, გავარკვევთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებს,  მივუალერსებთ იებს, ენძელებს, ყოჩივერდებს, ფურისულებს. გადავიღებთ ფოტოებს, ჩავიწერთ მგალობელთა სიმფონიას, ყურს მივუგდებთ ყვავილთა ფშვინვას, მიწის სუნთქვას და შემდგომ დავიწყებთ მუშაობას თემაზე: „თოვლქვეშ ყოველთვის სუნთქვა ისმის გაზაფხულისა!“

სიურპრიზიც გვქონდა: წასვლის წინ ვურეკავდით დირექტორს, ქალბატონ რიმას და ლელა მასწავლებელს,... დიდი სიყვარულის და პატივისცემის დასტურად და ყველა ერთად მივდიოდით. მოლოდინით შევყურებდით ყოველ დღეს, ვემზადებოდით დღესასწაულების: დედის დღისა და ქალთა დღის აღსანიშნავად.

დარწმუნებული ვარ, რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე დაგეგმავდა, ჩვენსავით, არდადეგებზე სხვადასხვა ღონისძიებებს...მაგრამ...

ახლა ჩვენ და მსოფლიოც უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ქვეყანა კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, გამოცხადებულია კომენდანტის საათი. ცხრა საათიდან, ფაქტიურად, ცხოვრება ჩერდება. ძაღლებიც კი აღარ ყეფენ. ვდგავარ, ვფიქრობ და მესმის დიდი ილიას გოდება: „ვაი, რა ცარიელია ეს ქვეყანა უადამიანოდ.“

ჩვენი სკოლის ეზოს ზურმუხტის ფერი მოძალებია, ხასხასებს მწვანე მოლი, უმანკო, უბიწო, ფეხმიუკარებელი, ჩვეული სილამაზით ყვავის ნაძვზე გასული ხვიარა იასამანი, მაგრამ უხალისოდ, მოწყენით სევდით დამძიმებული გამოიყურება.

მშვენიერებას ჩვენი პატარების ჟრიამული ავსებდა, მათი კისკისი სირბილი ანცობა და მხიარულება, ჩვენი პედაგოგების  საქმიანი ფუსფუსი, ხმაური, საუბარი, კამათი და მსჯელობა, ასე ყველანი ერთად და თითოეული ცალკ-ცალკე საინტერესო სინქრონს ვქმნიდით და საქმე კეთდებოდა,  ქვეყანა წინ მიდიოდა..

ახლა რა...  ? !  ? ! ? ! -- ცუდის მოლოდინი? უინტერესო დღეები?- არა, არა და არა!

ჩვენ, მთელი ქვეყნის მასწავლებლებმა, უნდა გადავარჩინოთ წლევანდელი სასწავლო წელი, მონდომებით უნდა ვიმუშაოთ დისტანციური სწავლების მეთოდით და თუ ღმრთის  ნებით  სკოლის კარი ისევ გაგვეღო, ვიმუშავებთ დროის დაუზოგავად, მთელი ენერგიით, ვერ შეგვაშინებს ზაფხულის სიცხე და ის, რაც ჩვენს მოსწავლეებს დააკლდა ჩვენი თავდადებული შრომით, შევუვსოთ.

ჩვენო ბავშვებო, ჩვენო საფიქრალნო და საზრუნავნო, არ შეშინდეთ! დავძლიოთ ეს მონატრება , ეს გულგატეხილობა, ჩვენ ერთად ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას შევძლებთ.

მე მჯერა თქვენი!

მჯერა, რომ დედა ღვთისმშობელი თავის სულის ნაწილს, თავის წილხვედრ ქვეყანას არ გაიმეტებს, წმინდა ანაფორის ქვეშ შეგვიფარებს და გადაგვარჩენს.

ეს მონატრებაც გაქრება, ჩაივლის, ისევ ახმაიანდება მსოფლიო, ისევ  აწკრიალდება სკოლის ზარი, ამ იმედით გამხნევებული, ხატის წინ დაჩოქილი უფალს შევავედრებ ჩემს სამშობლოს და ერთხელ კიდევ გავიმეორებ ბრძენი ილიას სავედრებელს:

„დედაო ღვთისავ! ეს ქვეყანა შენი მხვედრია...

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;“


ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება