მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა დათუნიშვილი კორონავირუსის გამო შეცვლილ ცხოვრების რეჟიმს ჩანახატით ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს - დარჩნენ სახლში. მოსწავლის სათქმელს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:
მოგესალმები საქართველო!
მე ერთ-ერთი რიგითი მოსწავლე ლიკა დათუნიშვილი მოგმართავთ!
დარჩით სახლში!
დღეს მთელი მსოფლიო განსაცდელშია, ყველანი ერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, სამყარო ებრძვის უხილავ მტერს.
უკვე მეორე თვე დაიწყო, რაც სკოლის მოსწავლეები სახლში ვართ. ამ ორმა თვემ ბევრი რამ დაგვანახა, გვასწავლა. ვისწავლე ადამიანების გვერდით დგომა, ტკივილი, განცდა, მონატრება, სიხარული და სიყვარული. მე ამ არდადეგებმა განმაცდევინა მონატრება მშობლების, მეგობრების, კლასელების, მასწავლებლების, ჩემი ქალაქის. ამ განმარტოებამ დღიურის წერაც დამაწყებინა, მაგრამ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. ფიქრი და ოცნება მასწავლა.
მე ვიმყოფები ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზეში. ამ ულამაზეს ხეობაში გამოკეტილი ვარ. გავყურებ დათოვლილ მთებს, ირგვლივ ყველაფერი მშვენიერია. მაგრამ მე მარტოსული ვარ, მაკლია მეგობრები, სკოლა, სიხარული, სიცილი მენატრება. იმისიც მეშინია, რომ გავიცინო, ვინმეს რა ვატკინო. მაგრამ საკუთარ თავს ვამხნევებ, არ დავკარგო იმედი. მალე ყველაფერი ჩაივლის, ისევ დავბრუნდებით სკოლაში და ერთმანეთს მოვეფერებით, გაუზიარებთ ტკივილსა და სიხარულს.
„მე ვრჩები სახლში თქვენთვის,
თქვენც დარჩით ჩემთვის!“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება