სიახლეები
სკოლები

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ დედამიწას, მაგრამ ამისთვის ჯერ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ“ - სერგიეთის საჯარო სკოლის მოსწავლის თვალით დანახული პანდემია
16-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის, სერგიეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ მარი გაწერელიამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ სიტუაციას ჩანახატი მიუძღვნა. 

„ეს ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ჩვენგან ასეულობით კილომეტრის მოშორებით დაიწყო. და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა. დღეს მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის. ქვეყნები იბრძვიან მოქალაქეების დასაცავად. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოც შეუერთდა მათ რიცხვს. ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ჩვენი ქვეყანაც ძალ-ღონეს არ იშურებს მის დასამარცხებლად. მოსახლეობაც, იმისთვის რომ ხელი შეუწყოს სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ყველა რჩება სახლში და ქუჩაში სიარულს ერიდებიან თუ აუცილებელი საჭიროება არ არის. ამ ზომამდე მიიყვანა ადამიანები იმ უხილავმა მტერმა, ვირუსმა რომელიც არ სცნობს არავის, არ ასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან.

მომხდარის გამო, ყველა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ერთ დროს ხალხით სავსე ქუჩებში, ახლა ალაგ-ალაგ თუ შეამჩნევთ ადამიანებს. შეწყდა ყველაფერი. თითქოს, დედამიწაზე სიცოცხლე აღარ არსებობს. პლანეტამ დაისვენა სრული ქაოსისგან. ალბათ, ეს იყო საჭირო, რათა ძალა მოეკრიბა ადამიანების დაუდევრობით გადაღლილ და დაუძლურებულ დედამიწას. ჩვენ კი დღეს, ყველანი ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ. მაგრამ, ეს ყველაფერი დროებითია, დროებითია ის რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება,რადგან ყველაფერს აქვს დასასრული და ყველაფერი მთავრდება ბოლოს. რაღაც გარკვეული დროით შეწყვიტა დედამიწამ ბრუნვა, დრო გააჩერა და არსებობაც გაჩერდა. დროებით შეჩერდა ჩვენი ცხოვრებაც, დაპაუზდა
რაღაც გარკვეული დროით. ჩვენ კი ადამიანებს, რაღა დაგვრჩენია ამ დროს მოთმინების გარდა. იმ დღეს უნდა დაველოდოთ როცა დედამიწა კვლავ ამოძრავდება, სიცოცხლეს გააგრძელებს. და ყველაფერი მათ შორის ჩვენი ცხოვრებაც, იქიდან გაგრძელდება, იმ მონაკვეთიდან სადაც შეჩერდა. დედამიწა დაგვანახებს, რომ ისევ სუნთქავს და რომ ისევ ცოცხლობს. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, ქუჩები კვლავ ხალხით აივსება და ყველა ცოცხალი არსება გააგრძელებს ცხოვრებას. ჩვენ უნდა დავეხმაროთ დედამიწას, მაგრამ ამისთვის ჯერ ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, თანადგომა აძლიერებს ადამიანს. ყველა ერთად დავამარცხებთ საერთო მტერს. და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ყველაფერი სიხარულითა და ბედნიერებით შეიცვლება , რადგან ცხოვრება ყოველთვის გრძელდება“. 

                                                           სერგიეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე მარი გაწერელია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება