მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები ვერ დაესწრებიან. წელს არის უპრეცედენტო გამონაკლისი, როცა ათასობით ადამიანის ნაცვლად ქრისტეს აღდგომის ტაძარში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იქნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული რისკების გამოა მიღებული. ცერემონიას მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების მხოლოდ 15 წარმომადგენელი ესწრება.
აღსანიშნავია, რომ წმინდა ცეცხლს სხვადასხვა ქვეყანაში სპეცრეისებით წაიღებენ, თუმცა თვითმფრინავში მყოფ პირებს ბორტის დატოვების უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ადგილზე მიაწოდებენ.
წმინდა ცეცხლს წააბრძანებენ საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში, სერბეთში, ბულგარეთში, საქართველოსა და რუმინეთში.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა, ყოველ დიდ შაბათს, ადგილობრივი დროით 13:00-დან 15:00 საათამდე ხდება.
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ, 19 აპრილს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც