მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაულს მართლმადიდებლები ერთი კვირის მანძილზე ზეიმობენ. თითოეულ დღეს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ტრადიციულად, აღდგომის ორშაბათს მართლმადიდებლები სასაფლაოზე გადიან, თუმცა წელს სასაფლაოებზე გასვლასთან დაკავშირებით აკრძალვებია დაწესებული.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები დაწესდა. დედაქალაქსა და რეგიონებში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.
„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.
აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება