სიახლეები
სკოლები

„მე ვრჩები სახლში იმიტომ კი არა, რომ შენი მეშინია...“ - კერძო სკოლა „სხივის“ მეათე კლასის მოსწავლის ჩანახატი
16-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მეათე კლასის მოსწავლე დიანა გვალიამ ემოციური ჩანახატი გააკეთა თემაზე, „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

მე ჩემ წილ დღევანდელობას „სიჩუმე“ დავარქვი, რადგან ეს თვე ერთი დიდი სიჩუმე იყო და სხვა არაფერი... სიჩუმე დღეს უფრო მრავლის მთქმელია, ვიდრე ხმაური. სიჩუმე ფიქრებსაც შობს და მეც დაგმანული ფანჯრების მიღმა უგაზაფხულო გაზაფხულზე ვფიქრობ... ზოგჯერ სიჩუმე ხმაურზე ბევრად ძნელი ყოფილა. რამდენიმე კვირაა ვაკვირდები რეალობას და ვხედავ უკიდეგანო სივრცეს, სადაც მხოლოდ სიცარიელეა და ეს სიცარიელე მათრთობს. მერე თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, „კორონამდელ“ რიტმს... სკოლა,მეგობრები, უბრალო გამვლელი, უაზროდ ხეტიალი... დიახ, ჩემმა „სიჩუმემ“ ამ ყველაფერს მომწყვიტა,თუმცა ამავე იმაზეც დამაფიქრა, რასაც ჩვეულებრივ დღეს ვერ ვიაზრებდი... სწორედ სიჩუმის წყალობით გავიცანი ჩემი თავი, ოჯახის წევრები, ადამიანები... უკეთ მივხვდი, რამდენად შორს ვიყავი მათგან... დიდი ყურადღებას ვერ ვუთმობდი. სიჩუმის წყალობით შევიცვალე. სიჩუმემ დამანახა, ვინ არის ჩემი მეგობარი, ნამდვილი მესაიდუმლე... ალბათ გიკვირს როგორ, მაგრამ, დიახ, ბევრ ადამიანს ჩამოვშორდი...რატომ? - ამაზე სხვა დროს დავწერ... ბევრის მიმართ, პირიქით, ნდობა გამიმძაფრდა, გამიასმაგდა...

ეჰ, სიჩუმევ, იცი? ბაბუა მენატრება, რომელიც ყოველდღე, სკოლიდან დაბრუნებულს სახლში გაღიმებული მხვდებოდა მეფერებოდა და უსაზღვრო სიყვარულს მჩუქნიდა...ახლა ვეღარც ბაბუა მოდის ჩვენთან და მეც სკოლიდან ვეღარ ვბრუნდები... შეიცვალა ყოველდღიურობა, რეალობა. გადავედით ცხოვრების ახალ რიტმზე და ახლა სრულიად სხვანაირია „ლურჯი აპრილი“...

რამდენიმე დღეში აღდგომა მოდის. რა არის აღდგომა? - აღდგომა სიცოცხლეშივე ხორციელი „სიკვდილია“ ქრისტესთვის და გამარჯვება ჩვენსავე ცოდვებზე... სულით აღდგომა დღესასწაულია, რომელსაც ყველა ქრისტიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამ დღეს ჩვენ თავიდან ვიბადებით, ვანთენთ სანთელს, ვკითხულობთ ლოცვებს, ვინანიებთ, ვეზიარებით... და იცი რა? - ჩვენ უარს ვამბობთ სიჩუმის გამო ტაძარში წასვლაზე, იქ ლოცვაზე. მაგრამ იცი რა მაძლიერებს?- ჩვენ, შენ, დაგამარცხებთ და დარაბებს როცა გამოვაღებთ, იმ გაზაფხულს მოვიყვანთ ჩვენს ცხოვრებაში, შენ რომ წაგვართვი ასე უსინდისოდ... მე ვრჩები სახლში იმიტომ კი არა, რომ შენი მეშინია... არა, ხმაური მენატრება და მასთან პაემნისთვის ვემზადები...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება