სიახლეები
სკოლები

„ცოდვიან სამყაროში ნუ ვიქნებით უმადურები, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლის ჩანაწერი
21-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლიზი თხილაიშვილი, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 


                                               მონატრების 1 თვე -   რა გვასწავლა სიჩუმემ...


სიჩუმე ბევრი რამის მასწავლებელია. მონატრება მძიმე სასჯელი ყოფილა თურმე. ამ ერთ თვეში პირადად მე ბევრი რამ ვისწავლე და გავაანალიზე. მივხდი იმას, რომ თითოეული წამით უნდა დავტკბეთ და მისი მადლიერი ვიყოთ. მივხდი იმას, რომ სწორედ ჩვენი უმადურობის ბრალია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა; სწორედ იმის ბრალია, რომ რაც არ უნდა კარგი მომხდარიყო, მაინც არ ვკმაყოფილდებოდით და კიდევ უფრო და უფრო მეტი გვინდოდა. იმედია, დამეთანხმებით, რომ ყველა თუ არა, უმეტესობა ასეთნი ვიყავით. ახლა კიდევ ყველანი ღმერთს ვთხოვთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. 

მივხდი იმასაც, რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგე და ვნანობ, რომ მას ოჯახთან ერთად არ ვატარებდი. ეს ხომ ,,თავისუფლების“ დროსაც შემეძლო! ახლა ოთხ კედელში გამოკეტილი ვცდილობ, გამოვასწორო ჩემი დაშვებული შეცდომები: დროს მათთან ერთად და პატარა მოთხრობების წერაში ვატარებ. 

ყველას მინდა ვუთხრა, რომ ცოდვიან სამყაროში ნუ ვიქნებით უმადურები, დავკმაყოფილდეთ იმით, რაც გვაქვს, ვეძებოთ ჩვენში რაიმე ნიჭი და გპირდებით, რომ თქვენც ჩემსავით გაოცებულნი დარჩებით: თუ რატომ არ ვაკეთებდით იმას, რაც აქამდე შეგვეძლო. 

ახლა ჩვენი წინდაუხედაობის გამო ვისჯებით და ეს სასჯელიც მალე დამთავრდება. ეს ერთგვარი გამოცდაა. გამოცდა, რომელიც ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ. მჯერა, რომ მხოლოდ ერთიანი ძალებით დავამარცხებთ სამყაროს ამაფორიაქებელ პანდემიას, დავიბრუნებთ ხალისიან დღეებს, კმაყოფილი ვიქნებით თითოეული დღითა და ჩვენი თავით.

და ბოლოს, რაც მინდა ყველას გთხოვოთ: დავრჩეთ სახლში, რათა, რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ თავისუფლება.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება