სიახლეები
სკოლები

„ბავშვებს ამდენად სკოლა არასდროს მოგვნატრებია“ - ბალდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე პანდემიაზე ჩანახატს გვიზიარებს
21-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის ბალდის საჯარო სკოლის  IX კლასის მოსწავლე ანი ბჟალავა კორონავირუსით შეცვლილ ცხოვრების რიტმზე ჩანახატს წერს და საკუთარ განცდებს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


„უცნაური სამყაროს დღევანდელი მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტკივნეულია. მტკივნეულია სამყარო, სადაც ხალხი გარეთ არ გამოდის, მტკივნეულია "უსიცოცხლო" ქალაქი და სოფელი. ირგვლივ მხოლოდ სიჩუმეა, თითქოს ყველა დაიღალა საუბრით, ოდნავი ჩურჩულიც აღარ ისმის, ეზოში ბავშვების თამაშის ხმა აღარ არის,სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჩუმი ჭიკჭიკი და ნელი სიო არღვევს. სამყარო შიშმა მოიცვა... შიშის, ტკივილის, ემოციის დიდი ტვირთი დააქვთ ადამიანებს. ეს დიდი ტვირთი ვირუსმა გამოიწვია, სამწუხაროა რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნიღბიანი და ხელთათმანიანი ადამიანი გვხვდება, ქართული ტრადიციული შეკრებები დღეს მიზანშეწონილი აღარ არის, ვერ ვეხუტებით, ვერ ვეფერებით ჩვენს საყვარელ ადამიანებს. მისალმების ტრადიცია შეიცვალა, შეიცვალა ბევრი რამ... ქუჩები, რომლებსაც ადამიანები ჰფენდნენ მშვენიერებას, ცარიელია და ეს მშვენიერებაც აღარ იფრქვევა. კანტი-კუნტად მოძრაობს ხალხი ქუჩაში. სახლიდან გასვლის ასე არასდროს არ შეგვშინებია. ბავშვებს ამდენად სკოლა არასდროს მოგვნატრებია, გვენატრება ჩვენი არაბიოლოგიური და-ძმები, გვენატრება გაკვეთილები და მასწავლებლები. სწავლის ფორმა ძალზედ შეიცვალა. პირდაპირი სწავლება, ონლაინ სწავლებამ ჩაანაცვლა. დღითიდღე უფრო იზრდება დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი, ამაზე კი ტელევიზია აქტიურად გვიყვება და გვესაუბრება. ამ ბრძოლაში ნამდვილი გმირები ექიმები არიან, ამ ბრძოლის მხედართმთავარი კი უფალია. ადამიანთა სიცოცხლე მათ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ უფალი დაგვიცავს და აგვარიდებს ამ განსაცდელს. #დარჩითსახლში! დაიცავით თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა!“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება