სიახლეები
საინტერესო , რჩევები

ბავშვებისთვის რუჯის მიღება ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია! - კანის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი
09-08-2017
-
+


კანის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი პერი რობინსი მშობლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, როგორ უნდა დავიცვათ ბავშვი მზის მავნე ზემოქმედებისგან.

მისი თქმით, რუჯის მიღება ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია.

„არც ერთ ასაკში ბაშვებისთვის რუჯის მიღება არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ დღეს არსებობს მზის გამოსხივებასთან ბრძოლის უამრავი ეფექტური მეთოდი“, – ამბობს სპეციალისტი.

რობინსი რეკომენდაციების სერიას აქვეყნებს, როგორც დავიცვათ პატარები  გამოსხივებისგან ასაკის მიხედვით:

ჩვილები (0-6 თვე)

ამ ასაკში ბავშვები საერთოდ უნდა მოარიდოთ მზეს. ბავშვის კანი შეიცავს ძალიან მცირე ოდენობით მელანინს, პიგმენტს რომელიც კანს, თვალსა და თმას ფერს უცვლის. ამდენად, ჩვილებისთვის მზის ზემოქმედება განსაკუთრებით საშიშია.

მანქანაში აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური ბადეები, რომელიც მთლიანად ანეიტრალებს ულტრაიისფერ სხივს და ხილვადობასაც არ უშლის ხელს;

ისეირნეთ პატარებთან ერთად სუფთა ჰაერზე მხოლოდ უსაფრთხო საათებში. დილის 10:00-მდე და საღამოს 16:00 საათის შემდეგ. საბავშვო ეტლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავი;

ჩააცვით პატარას გრძელმკლავიანი სამოსი, რომელიც მის ტანს მაქსიმალურად დაფარავს;

შეიძინეთ რაც შეიძლება დიდი ზომის პანამა, რომელიც თავის გარდა ტანსაც დაფარავს. თუ ბავშვი ჩვილობიდან შეეჩვევა ქუდის ტარებას, ეს მას ჩვევაში გადაეზრდება;

მოზრდილები (6 თვიდან 1 წლამდე)

ეს ის პერიოდია, როცა თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზიგან დამცავი საცხები.

არჩევანი გააკეთეთ საცხებზე, რომელსაც აქვს მზისგან დაცვის მაქსიმალურად ფართო სპექტრი. აქცენტი კი გააკეთეთ უსაფრთხო კრემებზე, რომელიც თვალში მოხვედრის შემთხვევაშიც კი პატარას ზიანს არ მიაყენებს.

მზისგან დამცავი საცხი კანზე უნდა დაიტანოთ 30 წუთით ადრე გარეთ გასვლამდე და გაიმეოროთ პროცედურა ყოველ 2 საათში.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები

აქ მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალსიწინება:

კვლავ ძალიან ეფექტიანია მზისგან დამცავი კრემები მოქმედების ფართო სპექტრით. გახსოვდეთ, რომ ის უნდა დაიტანოთ ხელებზე და შემდეგ გადაინაწილოთ მთელს სხეულზე;

ბავშვი აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს ჩრდილში დილის 10:00 სათიდან 16:00 საათამდე მონაკვეთში.

კვლავ მნიშვნელოვანია გრძელმკლავიანი სამოსი, რომელიც ბუნებრივი ფაქტურისგანაა შეკერილი. კანის კიბოსთან ბრძოლის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს სამოსს ეტიკეტით UPF 30, რომელიც მთლიანად იცავს პატარას ულტრაიისფერი სხივებისგან;

პანამასა და დიდი ზომის ქუდს ემატება მზისგან დამცავი სათვალეებიც, რომელიც დამატებითი საფარია სახისთვის;

გაითვალსწინეთ, რომ პატარები მაგალითს დიდებისგან იღებენ. ამდენად, მზისგან დაცვის საშაულებების გამოყენება მშობლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.

წყარო: http://fortuna.ge


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

როდის უნდა გამოაცხოთ პასქა - შეიძლება თუ არა ნუგბარის წითელ პარასკევს მომზადება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლაში ღონისძება მიეძღვნა დედაენის დღეს

მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგების ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება „დედაენის დღე“

კულიკამის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საქართველოს სახელმწიფო ენის დღე აღინიშნეს

გლოლის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობების კვირეული გაიმართა 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება