სიახლეები
სიახლეები

რატომ არ არის უფასო ყველა სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია? - მარიამ ჩიქობავას კომენტარი
21-04-2020
-
+


დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდგომ სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების ნაწილი უფასოდ გამოაქვეყნდა, ნაწილი კი კვლავ ფასიანია.


ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით, რომ გაგვერკვია, რატომ არის ელექტრონული სახელმძღვანელოების ნაწილი ფასიანი. როგორც etaloni.ge-ს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველო უფროსმა მარიამ ჩიქობავა განუცხადა, სახელმძღვანელოების უფასოდ ხელმისაწვდომობა თავიდან ბოლომდე გამომცემლობების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამ საკითხზე სამინისტრო გამომცემლობებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

„ამ ეტაპზე გამომცემლობების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ დავიწყეთ მოლაპარაკებები და ვნახოთ, გვინდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელმისაწვდომი გავხადოთ ელექტრონული ვერსიები“, - აღნიშნა მარიამ ჩიქობავამ.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებების შედეგების ზუსტ ვადებზე საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოდ სექტემბერში უკვე მზად იქნება ყველაფერი:

„ზუსტად ვერ გეტყვით. ეს უფრო სექტემბრისთვის თუ იქნება. ანუ თუნდაც მალე გადაწყდეს საკითხი, სანამ ხელშეკრულებები გაფორმდება და დაითვლება ყველაფერი, სოციალური სისტემა უნდა აეწყოს, სადაც გამოჩნდება, რამდენმა მოსწავლემ ისარგებლა ელვერსიით“.

ცნობისთვის, აღნიშნულის გამო, მოსწავლეების ნაწილი ვერ სარგებლობს ელექტრონული სახელმძღვანელოებით, რადგან გამომცემლები ვალდებულნი არ არიან ყველა სახელმძღვანელო უფასოდ გადმოაწერინონ მომხმარებელს, შესაბამისად, წიგნების ნაწილი კვლავ ფასიანია, რაც იმ მოსწავლეებისთვის, ნამდვილად პრობლემას წარმოადგენს, რომლებიც პანდემიის პირობებში თუნდაც საკუთარ სახლში არ იმყოფებიან და სახელმძღვანელოები თან არ აქვთ.

იხილეთ ასევე: არაქართულენოვანი სკოლებისთვის უფასო ელექტრონული სახელმძღვანელოები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის! - გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები უფასოდ


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება