მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს დარეგისტრირება 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანი იქნება.
პირველ ეტაპზე აბიტურიენტები რეგისტრაციას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში (ინტერნეტით) გაივლიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეგისტრაციის ვებ-გვერდზე 30 აპრილის 18:00 საათამდე. ამ პერიოდში აბიტურიენტმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და ჩასაბარებელი საგნები.
30 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. ამასთანავე, მათ აღარ ექნებათ უფლება შეცვლოს სარეგისტრაციო განცხადებაში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რაც შეეხება აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ის 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში აპლიკანტებს შეეძლებათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა. მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა მათემატიკა, მაგრამ გადაწყვიტა ისტორიის ჩაბარება.
7 მაისის შემდეგ ჩასაბარებელ საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტი ცვლილებას ვეღარ შეიტანს.
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
გაითვალისწინეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში საგანმანათლებლო პროგრამის დამატებას ვერ შეძლებთ, თუ არ გექნებათ არჩეული ამ პროგრამისათვის შესაბამისი საგამოცდო საგანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ყურადღებით აირჩიეთ ჩასაბარებელი საგნები 7 მაისამდე.
რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში აბიტურიენტის სარეგისტაციო გვერდზე გამოჩნდება მის მიერ შევსებული მონაცემები (საგანთა ჩამონათვალი, საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი) და არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები), რომელთა ამობეჭდვა/შენახვა შესაძლებელი იქნება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა