სიახლეები
სიახლეები

„ზოგიერთმა ისე იოლად მიიღო უფროსობა, რატომ არ უნდა მოუნდეს ასევე იოლად წამყვანობა“ - რას აპროტესტებენ პედაგოგები?
30-04-2020
-
+


„არ ხართ მართალი. მაშინ არ მიგეცათ უფროსი მასწავლებლის წოდება ვინც 4 ქულა მიიღო. უფროსი უფროსია. ფუი, ასეთ სამართალს“

„გავერთიანდეთ და მივმართოთ პროფკავშირს. მერე კიდე სხვა ზომებიც მივიღოთ, „დინებას მკვდარი თევზები მიყვებიან“

„აქ წერით არაფერი გამოვა, მივმართოთ სადაც და ვისაც საჭიროა“ - ეს იმ უფროსი პედაგოგების კომენტარების მცირე ნაწილია, რომლებიც სტატუსის ასამაღლებლად საგნის გამოცდაში სავალდებულო მინიმუმ 7 კრედიტიან შედეგს აპროტესტებენ.

მასწავლებელთა რეგულირების ახალი წესის მიხედვით, უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ წამყვანის სტატუსის მოპოვებას, თუ გამოცდაზე არანაკლებ 7 კრედიტი აქვთ აღებული. 7 კრედიტი 50%-იანი ბარიერის გადალახვას გულისხმობს.

ამის შესახებ მასწავლებელთა სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-სთან წლის დასაწყისში აღნიშნა.

ამ გადაწყვეტილებამ უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგებში განსხვავებული რეაქცია გამოიწვია. ნაწილი საგნის გამოცდაზე ხელახლა გასვლას და ქულის გაუმჯობესებას აპირებს, მასწავლებლების ნაწილი კი ამას აპროტესტებს და საქმეში პროფკავშირების ჩართვას გეგმავს.

უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგების ხელშეწყობა ამჯერად ისაა, რომ გამოცდაზე მეორედ გასვლის შემდეგ გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში, მათ უკვე მოქმედი სტატუსი არ გაუუქმდებათ. მიუხედავად ამისა, უფროსი მასწავლებლის ნაწილს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გზის გახსნა გამოცდის შედეგის გაუმჯობესების გარეშე სურს.

ამ ფაქტმა თავად მასწავლებლებშიც დაპირისპირება გამოიწვია. ის პედაგოგები, რომლებსაც გამოცდებში 10 კრედიტი აქვთ მიღებული, ფიქრობენ, რომ მათ, ვინც 1 და 4 კრედიტით მოიპოვეს სტატუსი, „იოლად მიიღეს უფროსობაც“ და ახლა მეტი სურთ.







ასევე ფიქრობენ მაძიებლებიც, რომლებმაც გამოცდაზე 10 კრედიტი მიიღეს, თუმცა სკოლაში ვერ დასაქმდნენ.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება