მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ირინა ცანავა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ დღევანდელობასთან დკავშირებით ჩანახატს აკეთებს, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მზე ისევ ისე ამოდიოდა, ვიღვიძებდით, ჩვენ ჩვენ საქმეზე მივდიოდით, ერთმანეთს ვხვდებოდით, და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა.
ადამიანი ვერ აფასებს იმას რაც აქვს, სანამ არ დაკარგავს. „დედამიწა ავად გახდა“.
მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, კორონა ვირუსმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამერიკა, ესპანეთი, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ქვეყნები, სადაც მედპერსონალი იძულებულია დაავადებულების ჭარბი რაოდენობის გამო მხოლოდ იმათ უმკურნალოს ვისი მდგომარეობაც შედარებით უკეთესია.
ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, კომენდანტის საათი, პასუხისმგებლიანი მოქალაქეები კი სახლში სხედან მიუხედავად მათი აქტიური ცხოვრების წესისა. ყველა ერთმანეთს შიშის თვალით უყურებს, დღეს სახლიდან აუცილებელი მიზეზის გარეშე გასვლა არ შეიძლება, უკვე ყოველდღიურობა გახდა, პირბადე, ხელთათმანი, სადენზინფექციო ხსნარი, მინიმუმ 2 მეტრის დისტანცია განურჩევლად ნაცნობისგან თუ უცნობისგან.
ჩვენ ვისაც სახლში ჯდომა მოგვბეზრდა, უნდა გვახსოვდეს ის ხალხი, ვინც ამ ვირუსთან ბრძოლაში წინა ფრონტზე დგას. ექიმები, პოლიციელები, სამხედროები და გვახსოვდეს, რომ მათაც აქვთ ოჯახები, რომლებიც ძალიან ენატრებათ. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენთვის და იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას.
ალბათ, ვერც წარმოვიდგენდით რომ ასეთი რამ ფილმების გარდა თუ ხდებოდა, მაგრამ დროა თვალები გავახილოთ და დავინახოთ, რომ საფრთხე რეალურია და მტერი დანებებას არ აპირებს...
კარანტინის დასრულებისთანავე ყველანი ერთმანეთს ჩავეხუტებით, ვაკოცებთ, ვისეირნებთ, გავერთობით, და თუ გვსურს ეს ყველაფერი ახლო მომავალში მოხდეს, აუცილებელია დავრჩეთ სახლში და გავითვალისწინოთ ჩვენი ექიმების რჩევები.
„ძალა ერთობაშია!“
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა