სიახლეები
სკოლები

„ყველა ქმედებას მოჰყვება უკუქმედება! დარჩი სახლში“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ემოციური ჩანახატი
21-04-2020
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე საბა გვენცაძე კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. ჩვენ მოსწავლის ნამუშევარს უცვლელად გთავაზობთ:

დღეს 20 აპრილია 11 საათი 13 წუთი თვითიზოლაციის 51-ე დღე. თითქოს მოსაყოლი არაფერია მაგრამ ასე ფიქრობს ჩემი გული? რაზე ფიქრობ? გონებაში ათასი რამ ტრიალებს მოგონებები მომავალზე ზრახვები, უაზრო აზრები და კრეატიული იდეები, თუმცა აქიდან ყველაზე გამორჩეული მოგონებებია,რომელიც ამ ყველაფრის დაწყებამდე მოხდა.

მახსენდება ჩემი ყოველი დღე რომელიც მეგობრებთან ერთად გავატარე ყველაზე კარგად კი 11 მარტი მახსოვს, დღე როდესაც ჩემს მეგობრებს შევხვდი ,თუმცა ეს უბრალო შეხვედრა არ ყოფილა რაღაც განსაკუთრებულს აღვნიშნავდით განსაკუთრებული ადამიანების გარემოცვაში სწორედ ამ დღის შემდეგ დაიწყო ერთფეროვანი დღეების ათვლა რომელიც ზემოთ ვახსენე.

ვინმე გენატრება? - მენატრება თუ არა ვინმე?! რასაკვირველია მენატრება! ყველა და ყველაფერი ჩემი წარსულიდან, თუმცა განსაკუთრებით იმ ადამიანებს გამოვარჩევდი რომელიც სწორედ 11 მარტს ვნახე, რადგან ისინი არ მხოლოდ მეგობრები არამედ ჩემი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი არიან, მათ გარეშე იმაზე რთულად იქნებოდა ყველაფერი ვიდრე არის. საშინლად მიმძიმს ის ფაქტი, რომ არ ვიცი მონატრებამ რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს.

როგორ ფიქრობ რა იქნება შემდეგ?- ამ ვითარებაში რთულია რაიმეს წინასწარ განსაზღვრა, რადგან არავინ იცის როდის გადაივლის ეს ვირუსი, თუმცა ისიც საკითხავია გაქრება თუ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება და მოგვიწევს მასთან შეგუება.

რაიმე დადებითს ხედავ ამ ვითარებაში? - ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამ სიტუაციაში დადებითი ისაა რომ დედამიწა ადამიანებისგან ისვენებს, ყველაფერი გაჩერდა და ასეთი ცარიელი მსოფლიო ჯერ არავის უნახავს. ჰაერი გაიწმინდა, დაბინძურება შეჩერდა, ოზონის ფენა თითქმის აღდა და იქნებ საერთოდ საჭირო იყო ამ ვირუსის გამოჩენა ჩვენივე კეთილდღეობისთვის, იქნებ უარესი საფრთხის წინაშე იდგა კაცობრიობა, ამაზე ხშირად არავინ ფიქრობს,მაგრამ აბა დავფიქრდეთ რამხელა ზიანს ვაყენებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს თუნდაც იმ პატარა ქაღალდის ნაგლეჯით რომელსაც ქუჩაში უაზროდ მოვისვრით ხოლმე. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ ვირუსმა, მაგრამ იქნებ საჭირო იყო გაღებული მსხვერპლი. ყველა ოჯახს მთელი გულით ვუთანაგრძნობ საყვარელი ადამიანის დაკარგვას, ყოველი ადამიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ყველასთვის, თუმცა ამის შეჩერება ჩვენ არ შეგვიძლია და არაფერი დაგვრჩენია გარდა ამ ფაქტთან შეგუებისა. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავდივარ მაგრამ ვინმე დაგვიფასებია სიცოცხლეში? სანამ არ გარდაიცვლებიან ვერავინ ხვდება მათ ფასს ამაზე საუბარს არ განვაგრძობ, რადგან ამ თემაზე სასაუბრო ნამდვილად ბევრია.

და მაინც რა გამოსავალს ხედავ? - ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი ამ შემთხვევაში კი საჭირო სოციალური დისტანცირებაა, ყოველ დღე ექიმები ცდილობენ გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და ამისთვის საკუთარ თავს წირავენ რადგან სასტიკი ბრძოლის გადატანა უხდებათ ბევრი არც კი ფიქრობს თუ როგორი სტრესის ქვეშ არიან ისინი და ჩვენ ჩვენი უაზრო წინდაუხედავი საქციელით კიდევ უფრო ვართულებთ მათ ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობას. მათ ოჯახები ჰყავთ, სადაც ელოდებიან და მათ ისინი სჭირდებათ, თუმცა ამ ყველაფერს მიუხედავად თავდაუხრელად შრომობენ, რადგან ისინი ვალდებულნი არიან გადაარჩინონ ჩვენი სიცოცხლე, სანამ სახლიდან ლუდის დასალევად, მეგობრებთან შესახვედრად ან სასეირნოდ გახვალთ დაფიქრდით გიღირთ კი საკუთარი, ოჯახის წევრების, ექიმების, ბავშვების და მოხუცების სიცოცხლე უაზრო საქციელის ფასად?? ყველა ქმედებას მოჰყვება უკუქმედება!!!

#დარჩი სახლში

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება