TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლის მარიამ გაგუას ჩანახატი
21-04-2020
-
+


დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გაგუამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას ემოციური ჩანახატი მიუძღვნა. 

„მარიამი ჩვენი სკოლის გულშემატკივრებს უკვე არა ერთხელ წარვუდგინეთ. ის სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებზე უმაღლეს ქულებს იღებს, არის ათოსანი, წაკითხული აქვს ათობით მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოები... დღეს გაგაცნობთ მის ჩანახატს რომელიც ემოციებითაა დაწერილი და ავტორის წიგნიერების კვალით აღბეჭდილი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ

იმას რაც ჩვენსა და სრულიად მსოფლიოს გარშემო ხდება გამყინვარებას თუ დავარქმევ. ყველაფერი გაჩერდა. აბობოქრებული სამყაროს შეჩერება შეძლო ამ უხილავმა ვირუსმა, რომელსაც COVID- 19-ს უწოდებენ. მიჭირს ამ ყველაფრის აღქმა. მიჭირს ის რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრების წესი შეიცვალა. მენანება ჩემი სკოლის დადუმებილი კედლები და ჩაჩუმებული ოთახები. მენატრება ირგვლივ ყველა და ყველაფერი. ეს სიჩუმე კი მრავლის მთქმელი აღმოჩნდა. ვაკვირდები ყველაფერს. თითქოსდა განსჯაც კი დავიწყე ყველაფრის.

ვდუმვარ და გულჩათხრობილი ვფიქრობ იმ ლამაზად გატარებულ დღეებზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა თავისუფლება,მაგრამ არ შევშინდები, ვაგრძელებ ბრძოლას, გამარჯვებისკენ ბრძოლას კითხვით და ბრძოლას წერით, ტელეგაკვეთილების ყურებით, ასე თუ ჩავიკლავ სკოლის მონატრებას წყურვილს. ჰოი უხილავო ბევრის შემძლეო რარიგ დაისადგურე. დაგვანახე თვით ტაძრებიც კი დაკეტილი. სახალისო და ბრწყინვალე დღეებიც კი გააუფერულე. გაიარა ბევრმა შიშის მომცველმა დღემ. დღეები რომლებიც მხოლოდ ჩვენი გმირი ექიმების ცნობით თუ შეიძლებოდა საიმედო ყოფილიყო. მინდა ავღნიშნო და მადლობა გადავუხადო მათ ასეთი თავგანწირული და დაუღალავი შრომისთვის. იბრძოლეს და იბრძვიან ჩვენი ცხოვრების გადასარჩენად. ასევე მადლობა ჩემს თბილ, მონატრებულ და ერთგულ მასწავლებლებს.ისინი თავდაუზოგავად შრომობენ ჩვენი განვითარებისა და წინსვლისათვის. და მადლობა სახელმწიფო სტრუქტურებს იმ ყველაფრისთვის რასაც
აკეთებენ ჩვენი პატარა და ლამაზი საქართველოს გადასარჩენად. იმედი მაქვს რომ უფალი არ გაგვწირავს და მალე ყველაფერი კარგად იქნება. მე ის მაძლიერებს რომ ერთად დავამრაცხებთ ამ ვირუსს და ბედნიერები ისევ ჟრიამულით შევხვდებით ერთმანეთს. მე ვრჩები სახლში და დარჩით თქვენც, არა იმიტომ რომ ეს უხილავი არსება გვაშინებს, არამედ იმიტომ რომ ცხოვრება უფრო ხალისიანად გავაგრძელოთ.

                                                                     დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გაგუა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება