მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთარ დანელია საინტერესო ზღაპარს გვთავაზობს.
„ბურატინო შოკოლადი“
ჩემი ნამდვილი ზღაპარი
ცუდი ფეხი აქვსო, იძახდნენ.
მე მაშინ ბავშვი ვიყავი.
არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, ისე მეშინოდა, გაუაზრებლად...
ბავშვები, თამაშის დროს, როცა ჩავფლავდებოდით, ერთმანეთს მის სახელს ვეძახდით. თითქოს მოწინააღმდეგის ცუდ ფეხს ვაბრალებდით მარცხს.
ერთხელ მაღაზიაში გამგზავნეს, პური უნდა მეყიდა...
„აზას მაღაზია“ ქუჩის თავში იყო, ჭადრის ხესთან.
მთელი უბანი იქ ელოდა ცხელი პურით სავსე მანქანას.
ვიდრე მანქანა მოვიდოდა, მასლაათობდნენ მეზობლები...
ცხელ პურზე მეტად მათი მოსმენა მიყვარდა.
იმ დღეს ჭადრის ხის ძირში მხოლოდ ერთი კაცი იჯდა.
შორიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო.
როცა მივუახლოვდი, შიშისგან მუხლებში ძალა დავკარგე.
ცუდი ფეხის კაცს ცხელი პურის ყუა მოეტეხა და მადიანად ლოღნიდა.
უკან დაბრუნება გადავწყვიტე.
შემამჩნია და გამიღიმა.
ხელი დამიქნია, მოდიო.
რატომღაც გაბედულად წავედი მისკენ.
არაფერი უთქვამს, მხოლოდ იღიმოდა.
მერე ჯიბიდან რაღაც ამოიღო და გამომიწოდა.
„ბურატინო შოკოლადი“ იყო.
არ მიყვარდა, მაგრამ მაინც გამოვართვი.
მეც არაფერი მითქვამს, მაღაზიისკენ წავედი...
ჭადრის ხის ძირში არავინ იჯდა, წასულიყო.
უცებ გამახსენდა „ბურატინო“ და ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, მეჭამა...
ვერ წარმოიდგენთ, იმ დღიდან, „აზას მაღაზია“ მხოლოდ „ბურატინო შოკოლადის“ სახლად იქცა...
მერე „ცუდფეხიანი“ მოხუცი მოკვდა.
„აზას მაღაზიაც“ დაიკეტა.
„ბურატინო შოკოლადიც“ გაქრა, საბჭოთა კავშირს დაემგზავრა...
ბავშვობაც გაფრინდა გაზაფხულის პეპლის ფარფატით...
ერთხელ სამასწლიანი ჭადარიც დაბერდა, ბოლოს და ბოლოს და მოჭრეს.
ხო, ყველაზე მთავარი, იმ მოხუცის უკვე აღარ მეშინოდა. ის, ერთ დღეში, ზღაპრიდან გადმოპარული კეთილი ბერიკაცი გახდა, დედამიწაზე ყველაზე გემრიელი „ბურატინოებით“ სავსე ჯიბით...
ცუდი ფეხიც არასდროს ჰქონია, უბრალოდ, ადამიანებმა ვერ შეძლეს მისი კეთილი გულის დანახვა...
ოთო დანელია
14.04.2020
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც