სიახლეები
სკოლები

„მაინც იმედიანად ვართ ქართველი ექიმების წყალობით“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის ჩანახატი
22-04-2020
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ანი თოთიაური კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ  მდგომარეობას და სახლში გატარებულ ერთ თვეს ჩანახატში აფასებს. მოსწავლის შემოქმედებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

ახლა როდესაც ამ ჩანახატს ვწერ, არ ვიცი რა უნდა ვიგრძნო. ყველა გრძნობა ერთად იყრის თავს…

არ ვიცი უნდა მეშინოდეს თუ პირიქით - არ ავყვე შიშს და პანიკის გარეშე მივყვე განახლებულ ცხოვრების რიტმს და ამასთან, გულის სიღრმეში ძლიერად მჯეროდეს ქართველი ექიმების.

ეს ყველაფერი მხოლოდ ვირუსის ე.წ უხილავი მტრის  გამოა ,რომლის წინააღმდეგ დღეს,ისე როგორც არასდროს მთელი მსოფლიოა გაერთიანებული.

უკვე ორი თვეა იზოლაციაში ვარ.ის, რაც ამ დროს მამშვიდებს ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომის ნაყოფია.

ირგვლივ ყველგან სიჩუმეა. ხალხი სტრესშია. მაგრამ მაინც, ყოველი დღე იმის იმედით იწყება, რომ ყველაფერი ძალიან მალე მორჩება.

ამ სიჩუმემ ადამიანები დააფიქრა. ჩვენ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედეთ. ის, რაც ადრე უმნიშვნელო იყო, დღეს ბევრისთვის ფასეული გახდა. ადამიანებში მონატრების და სიყვარულის გრძნობა გაჩნდა. ერთმანეთი უფრო მეტად დავაფასეთ.

გასულ დღეს სიცხემ ამიწია და ძალიან შევშინდი. ასეთ დროს რთულია შენი ემოციები აკონტროლო. გგონია, რომ შენც ამ უსამართლობის მსხვერპლი გახდი და ძალაუნებურად შიშის განცდა შენამდეც აღწევს. დღეს ამ ვითარებაში ყველას ენატრება, ყველას ეშინია, მაგრამ მაინც იმედიანად ვართ ქართველი ექიმების და ყველა მედ-პერსონალის წყალობით, რომლებიც გარკვეული დროით ოჯახს სწყდებიან და იბრძვიან გამარჯვებისთვის და, როცა ამ რეალობის “მსხვერპლი” თავად ხარ რთულია აკონტროლო ემოციები.

ამიტომ, დარჩით სახლში, რათა ამ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვოთ.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება