სიახლეები
სკოლები

„ფიქრთა ტალღებმა ცხადყო ფასი სიყვარულისა“ - ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლის „მონატრების 1 თვე“
22-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის იოანე მინჩხის სახელობის ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიკა გარუჩავა ჩანახატს გვიზიარებს. 

მონატრების 1 თვე- რა გვასწავლა სიჩუმემ

... სევდამორეული რეალობა ტრიალებდა უამრავი ადამიანის წინ, რეალობის ნოტები კი სიახლოვეს ცდილობდა მათთან... მათ ჩრდილში იწვოდა მზე და იცილებდნენ ყოველივეს... ალბათ, მათ მხრებზე სიჩუმემ გადაიარა... იუწუებიან, რომ ახლოსაა ჯერ არდამშრალი ცრემლების ოკეანე, ის კი გამეტებით მიმოფანტავს საკუთარ ნაწილებს. იუწყებიან, რომ სამყაროს ბნელეთი მოეკიდება, შემდეგ კი დიდხანს იქნება მის ბორკილებქვეშ. იუწყებიან რომ, ქვეყნიერება “ შემოიკედლებს” ახალ ფათერაკს, ის კი კვლავ გააგრძელებს ფორიაქის ტალღებში ღელვას... იუწყებიან, რომ ადამიანებში იდუმალი გზით “ მოცილდებიან” მზის სხივები და შორს ბნელეთის ქვეყანაში გადაიკარგებიან... მონატრება? თითქოს ყველა და ყველაფერი მივიწყების ნიაღვარს მიეცა... ზღვის ბოლო ნაპირთან მიმალული მონატრება შორიდან იმზირება, სტკივა დაგმანულს, აურზაურს აეკლო გრძნობათა ჭიდილში მოელვარე ხმები. გამოყრუებულ სიჩუმეს დაედო ბინა, მასში თვითონვე გახდა ჩახშულ ბგერათა მსხვერპლი. ყრუ ამოუცნობ განცდებშიც იყო ხმაური შემდეგ, კი გამოქცევას ცდილობდნენ. მიმოფანტულა უმწეოებამორეული და უსასრულო გზას მიაშურა... ასეთ დღეებში კიდევ უფრო ცივა... გულში სევდაჩახშული მონატრება! მენატრება “ის”, მენატრებიან “ ისინი”, მენატრება “ განთიადისფერი გაზაფხული”, მენატრება ღიმილი, მენატრება “ყვავილთა ჯარით მოსილი დარაბები”, მენატრება ხელები... სიჩუმე? საშინელი ღრუბლები მიმოფანტულა ცაზე... დუმან... არა მათი დუმილიც კი გზააბნეულია... იქ კვლავაც ბნელა... ხმათა სიჩუმე ანგრევდა სამყაროს... ხმათა მდუმარება სამყაროს კუნჭულში იდებდა ბინას... სამყაროს კუნჭულში კვლავაც იწვოდნენ სიჩუმის კედლებთან მარტოდმარტო... ახლა განთიადიც ჩუმია... საუცხოო სიჩუმით მოეკიდება მისი იისფერი სხივები ყველა სულიერსა თუ უსულოს... დუმან! და ბოლოს, ახლა, როცა უამრავი სამყარო გვაშორებს ერთმანეთს “ფიქრთა ტალღებმა” ცხადყო “ფასი” სიყვარულისა და “ შეხების ხელოვნების”.

                                                                                    ინჩხურის საჯარო სკოლის მოსწავლე ვიკა გარუჩავა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლე-მასწავლებლები ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება