მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითის პედაგოგი ხათუნა გვენეტაძე შექმნილ ვითარებაზე ვრცელ წერილს გვთავაზობს. მასწავლებელი აღწერს დისტანციურ სასწავლო პროცესს და დაწვრილებით გვიყვება, როგორ გაართვეს თავი შექმნილ მდგომარეობას პედაგოგებმა.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მოსწავლეებთან კომუნიკაციის ფორმად პირველი მარტიდან ვიყენებდი მესენჯერს და ერთი და იმავე თემაზე რამდენჯერმე მიწევდა ჩართვა. ჩემი მოსწავლეები პირველკლასელები არიან და ამიტომ მშობლებიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში.
ჩემი ყოჩაღი პირველკლასელები ძალიან აქტიურები არიან და მინდა გითხრათ რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლაში გამართულია დისტანციური სწავლება დირექტორის მოვალეობის შემსრულებლ ნათია აბულაძის დიდი მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, საგაკვეთილო პროცესი, საკლასო ოთახი სხვა გარემოა მითუმეტეს პირველკლასელთათვის, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მოვერგეთ რეალობას. აღარ იყო წუწუნის და ფიქრის დრო. თავიდან ვნერვიულობდი, პირველ ეტაპზე იყო ტექნიკური პრობლემები, სირთულეები თუმცა ამ სირთულეების დაძლევაში ჩვენი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი-ნათია აბულაძე დაგვეხმარა. მან ჯერ კიდევ 9 მარტიდან დაიწყო ონლაინ თათბირები, სადაც მოგვაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დისტანციური სწავლების შესახებ. დეტალურ ინფორმაციებს გვაწვდიდა ყველა სიახლის შესახებ და პარალელურად გვასწავლიდა ყველა პედაგოგს TEAMS-ში მუშაობის პროცესებს, მოახერხა ისე რომ სკოლის ყველა პედაგოგი გადაამზადა ახალ საგანმანათლებლო პლატფორმაზე სამუშაოდ. მან შექმნა დისტანციური სწავლების ცხრილი ისე, რომ მოსწავლეები თავისუფლად ახერხებენ ტელეგაკვეთილების ნახვას და მასწავლებლები ამ გაკვეთილებს ვიყენებთ როგორც მნიშვნელოვან დამხმარე რესურსს.
დავიწყეთ ძალიან გეგმიურად და ეტაპობრივად. გადავემზადეთ პედაგოგები და ასევე ეტაპობრივად გადავამზადეთ მშობლები და მოსწავლეები. შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ახალი გამოწვევა ადვილად დავძლიეთ. შექმნილი მდგომარეობით, მართალია, რთულია ურთიერთობები, მაგრამ გაცილებით მეტია მონატრება, სითბო, დადებითი ემოცია, პასუხისმგებლობა, როგორც მოსწავლეების ასევე მშობლების მხრიდან.
TEAMS-ის პროგრამა საშუალებას მაძლევს, რომ მოსწავლეებს ახალი თემა მივაწოდო მრავალფეროვანი მასალების „აკინძვის“ საშუალებით. დაფის გაზიარება, აუდიო-ვიდეო მასალების მიწოდება დამეთანხმებით მნიშვნელოვანია პირველკლასელთა ახალი მასალის სიღრმისეული წვდომისა და დამახსოვრებისათვის.
გავლილი მაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-კურსი „შებრუნებული საკლასო ოთახი“, რაც ძალიან დამეხმარა დღევანდელ სიტუაციაში. ვახდენ სასწავლო ვიდეოს შექმნას, გამოყენებას, ასევე ელექტრონული წიგნების შექმნას და გამოყენებას სასწავლო პროცესში.(რისთვისაც მადლობას ვუხდი ტრენერს - მარი მორჩილაძეს). ამ წლების მანძილზე დაგროვილმა თუ ახალმა მასალამ უფრო საინტერესო და ეფექტური გახადა დისტანციური სწავლების პროცესი.
იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება და მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს უფრო ახლებურად და ახალი შემართებით“,-წერს ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ხათუნა გვენეტაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც