სიახლეები
სკოლები

„დედამიწას ჩვენ ვჭირდებით“ - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლემ დედამიწის დღეს ემოციური ჩანახატი მიუძღვნა
22-04-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ხატია ლემონჯავამ 22 აპრილს -  დედამიწის დღეს ლამაზი, ემოციური  და დამაფიქრებელი ჩანახატი მიუძღვნა.

„დედამიწას ჩვენ ვჭირდებით“

დღევანდელ განვითარებულ სამყაროში, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. პრობლემები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი შექმნილი და აშენებულია, პრობლემები რომლებთანაც გამკლავებას დღემდე ვცდილობთ და პრობლემები, რომლებმაც რადიკალურად  შეცვალეს ყოველივე ის, რაც ჩვენს გარშემო მუდმივად არსებობდა. და სწორედ დღევანდელობაში არსებული გლობალური მაშტაბის პრობლემა გახლავთ -„შევინარჩუნოთ დედამიწა“.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადამიანებმა ჩვენი ბუნებისადმი მოვალეობები გვერდზე გადავდეთ, იმ განწყობით, რომ დედამიწა ამას აიტანდა ... მაგრამ ამ „დამძიმებულ არსებას“ სულაც არ ძალუძს, ამოდენა ტვირთის ზიდვა. დროდადრო მშვენიერების აღქმა გაანადგურა ადამიანის ხელმა, რადგან  მოჭრა ხე იმის ნაცვლად რომ დაერგო, დაყარა ნაგავი იმის ნაცვლად, რომ შეეგროვებინა დაყრილი, პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლებლად შეიქმნა ტექნიკა, რომლებიც პირდაპირ თავის მტრად აქცია და შეცვალა ის, რასაც „ჯანსაღი“ ეწოდება ... და მაინც ჩვენ ამას ვაგრძელებთ...

დღეს თითოული ჩვენგანი გამიზნულად ან გაუთვითცნობიერებლად ვახდენთ ზეგავლენას ეკოლოგიურ მრავალფეროვნებაზე. მიუხედავად უამრავი თეორიული ცნებებისა, პრაქტიკაში ეს არანაირ შედეგს არ გვაძლევს იქ, რაც ჩვენს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავს. მრავალსაუკუნოვანი აღორძინების შედეგს ერთი ხელის მოსმით ვანადგურებთ. თითქოს პარადოქსული მოსაზრებაა არა? სინამდვილეში კი ჭეშმარიტებაა. ყველაზე მისაღები თეორია, ალბათ, რაც ჩვენს ქმედებებს ამართლებს არის ის, რომ არ გვსურს დავინახოთ რეალობა და გავათვითცნობიეროთ შედეგები. მარაგი, რასაც თავად ბუნება გვაწვდიდა (გვაწვდის) ადამიანებმა საკუთარი ფასეულობებისათვის გამოვიყენეთ და იმის ნაცვლად რომ სასიკეთოდ დაგვებრუნებინა დედაბუნებისათვის, ჩვენ ტექნოლოგიურ (მექანიკურ) სამყაროში „ნაგვის ურნად“ ვაქციეთ, რომელმაც კვლავ ჩვენ გვშთანთქა  შედეგად, ჩვენი მაშტაბური შესაძლებლობები და რესურსები სრულიად  დამოკიდებული გახადა  მათზე.

რა იწვევს ადამიანურ პრობლემებს? რატომ დგას სამყარო მუდმივად გამოწვევების წინაშე? რატომ გვაქვს ჯანსაღი ცხოვრების ნაკლებობა? რა არ გავაკეთეთ? ალბათ, ერთი პასუხი გვაქვს... არ დავიცავით საკუთარი თავისაგან ის, რაც გვასულდგმულებდა ... ასე თქმულა: ბუნება ადრე თუ გვიან შურს იძიებსო იმაზე, რაც ჩვენ მისთვის გაგვიკეთებია. განა ნამდვილად ასე არაა, განა იმას არ ვიმკით, რაც  დავთესეთ ? გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება მსოფლიოში, წყლის დაბინძურება და უამრავი რამ, რაც რესურსების  ჩვენმა არასწორად გამოყენებამ  გამოიწვია.

22 აპრილი დედამიწის დღეა ... დღე, რომელმაც ალბათ უნდა შთაგვაგონოს და კიდევ ერთხელ უნდა გვითხრას, რომ „დედამიწას ჩვენ ვჭირდებით“ ისევე, როგორც ჩვენ გვჭირდება ის. მე, როგორც „დედამიწის შვილი“ მჯერა, რომ ძალიან ბევრ ზიანს ვაყენებ გარემოს გათვითცნობიერებულად და გაუთვითცნობიერებლადაც და დედამიწას ჩემნაირი კიდევ „უამრავი შვილი“ ჰყავს. დღეს მას ჩვენი ერთიანობა, ჩვენ კი- ერთმანეთის მაგალითი გვჭირდება. გვჭირდება, რომ ჩვენვე გადავრჩეთ, ვისუნთქოთ და უბრალოდ მაქსიმუმი მივიღოთ მისგან და „მინიმუმი“ მაინც დავუბრუნოთ მირებულიდან, მთავარია არ ვავნოთ ... ადამიანურ შესაძლებლობებს საზღვრები არა აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავაწესოთ ის, რომ ამ განვითარებამ ერთმანეთისათვის ზიანი არ მოგვატანინოს. ყველანი მიწის შვილები ვართ და ადრე თუ გვიან მასვე მივბარდებით. ნუ გვექნება პრეტენზიები იმაზე, თუ ეს ადრე მოხდება, ნურც იმაზე, რომ ჯამრთელი ცხოვრება არ გვქონია და ნურც იმაზე, ადამიანო, რომ ეს ბუნება არ მოგწონს. ის შენ შექმენი. შენ და მე, ამით თუ რაიმე სამყაროში არასასურველია, ჩვენი წყალობითაა, რადგან ის ჩვენ ასეთი არ მიგვიღია, არამედ ჩვენ გავხადეთ განსხვავებული. „ღმერთი ანუ ბუნება“ გავუფრთხილდეთ „ჩვენს ღმერთს „ რადგან იგი მუდამ ჩვენს გვერდით იყო, არის და იქნება . დედა - მიწა დღეს შველას ითხოვს დავეხმაროთ მას ისევე, როგორც ის დაგვეხმარა ჩვენ ... გახსოვდეს ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება !

ხატია ლემონჯავა


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

როგორი ამინდი იქნება თბილისა და რეგიონებში 2 აგვისტოს ჩათვლით - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დიდი სამსარის საჯარო სკოლის დირექტორი ფატმან ლაკლაკიშვილი პასუხობს

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება