მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერტისის საჯარო სკოლა მარტის თვიდან ჩართულია დისტანციური სწავლების რეჟიმში. მასწავლებლები იყენებენ შემდეგ პლატფორმებს: „მესენჯერი“, Microsoft Teams, „Feedc Edu“, სატელეფონო კონტაქტი.
„კვირის განმავლობაში სკოლის 21 პედაგოგი ატარებს დისტანციურ გაკვეთილს 209 მოსწავლესთან. ერტისის საჯარო სკოლის 4 პედაგოგი ჩართულია Microsoft Teams-ის ონლაინ ტრენინგზე, რომლებიც კონსულტაციას უწევენ დანარჩენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს. სკოლა იცავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ფორმატს, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, ონლაინ გაკვეთილის ჩატარების მინიმალური დრო.
კლასის დამრიგებლები, საგნის პედაგოგები მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებენ მოსწავლეების მშობლებთან, კონსულტაციას უწევენ მშობლებს შვილების ონლაინ-გაკეთილებზე ჩართულობაში, ასევე ერტისის საჯარო სკოლის მოსწავლეები; პედაგოგები ისმენენ ტელესკოლის გაკვეთილებს.
დისტანციური სწავლების დროს ვითვალისწინებთ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და ინტერესებს, ვცდილობთ, გაკვეთილები საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართოს. მასწავლებლები მოსწავლეებს აწვდიან სხვადასხვა სახის რესურსებს. ვამყარებთ ეფექტურ უკუკავშირს როგორც მოსწავლეებთან, ასევე მათ მშობლებთან. დირექცია მუდმივ რეჯიმში უწევს მონიტორინგს ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობას, აქტიურად თანამშრომლობს: პედაგოგებთან; მოსწავლეებთან; მშობლებთან. ვითვალისწინებთ და პრაქტიკაში ვახორციელებთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს და რესურსცენტრის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
სპეც. მასწავლებელმა საგნის მასწავლებლებეთან ერთად შეადგინა მოკლევადიანი ისგ-ები (ელექტრონული), სადაც დაგეგმეს მხოლოდ პრიორიტეტული მიზნები. ყველა სსსმ მოსწავლეს შევუდგინეთ აპრილის თვის მეცადინეობის ინდივიდუალური გაკვეთილების ცხრილი. ცხრილისა და ისგ-ს შესაბამისად მიმდინარეოს სსსმ მოსწავლეებთან დისტანციური სწავლება.
მე-11 კლასის მოსწავლემ მირანდა გიგაურმა (რომელიც არის ჩემი პირველი კომპიუტერის მფლობელი) მოაწყო პერსონლური ნახატების ონლაინ გამოფენა. მირანდას მიერ შესრულებულმა ნახატებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ასევე მოტივაცია გაუჩინა სხვა მოსწავლეებსაც, რომ მათაც მოახდინონ საკუთარი ნამუშევრების დემონსტრირება“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც