მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის უცხოური ენების კათედრაზე დაიგეგმა ინგლისურენოვანი პროექტი, რომელშიც აქტიურად ჩაებნენ IX , X და XI კლასის მოსწავლეები. პროექტის ფასილიტატორი იყო ინგლისური ენის პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე.
„22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
1970 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობის დაღვრას შედეგად ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება მოჰყვა. ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებას, დაეცვათ დედამიწა, 20 მილიონი ადამიანი შეურთდა. მას შემდეგ, დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.
ჩვენი წვლილი რომ შეგვეტანა დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში 2019-20 სასწავლო წელს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის უცხოური ენების კათედრაზე დაიგეგმა ინგლისურ ენოვანი პროექტი სახელწოდებით „გახდი ბუნების მეგობარი, დაიცავი გარემო!" აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაებნენ IX , X და XI კლასის მოსწავლეები. პროექტის ფასილიტატორი გახლდათ ინგლისური ენის პედაგოგი ფიქრია ცერცვაძე.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მთელი რიგი აქტივობები: ვიდეო რგოლების დამზადება, გარემოს დასუფთავებაში მონაწილეობა, ხეების დარგვა, ბროშურების და აფიშების დამზადება, პროექტის შედეგების პრეზენტაცია აუდიტორიის წინაში.
თუმცა მსოფლიოში არსებული რთული პანდემიის გამო მოხერხდა პროექტის მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელება. მოსწავლეებმა დისტანციურად მოამზადეს ვიდეო რგოლები, რომლითაც კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ადამიანებს გარემოს დაცვისკენ.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე.
ხოლო მე-3 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი მოწოდებები ფურცლებზე გადაიტანეს და ისე გამოხატეს თავიანთი სათქმელი“, - აღნიშნულია წყალტუბოს სასულიერო გიმნაზის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც