მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველკვირეულად ტარდება და ცენტრში მომუშავე პირებიც მკაცრად იცავენ წესებს. ამის შესახებ etaloni.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი კახა მამულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ მუზეუმები და ბიბლიოთეკები დახურულია, ისინი მაინც მკაცრად იცავენ მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით კულტურის ცენტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ამ ეტაპზე კულტურის ცენტრში მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი დადის, აუცილებლობიდან გამომდინარე. მათ შორის არის ბუღალტერი და ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მკაცრად იცავენ რეკომენდაციებს.
როგორც იცით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დაიხურა მუზეუმები და ბიბლიოთეკები. სამწუხაროდ, დისტანციური აქტივობები ამ ეტაპზე არ ტარდება, ვინაიდან ასეთი სერვისები არ გვაქვს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ ყველა შენობაში ყოველკვირეულად ტარდება საფუძვლიანი სადეზინფექციო სამუშაოები“, - განაცხადა მამულაშვილმა.
რაც შეეხება კულტურის ცენტრის ამოქმედებას, როგორც კახა მამულაშვილი გვეუბნება, ეს დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და მთავრობის გადაწყვეტილებაზე:
„ამ ეტაპზე ცენტრების გახსნა არ იგეგმება, ეს დამოკიდებულია მთავრობის რეკომენდაციაზე, როდის მოგვცემს შესაბამის უფლებას, რომ განვაახლოთ მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების მუშაობა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა