მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მე-6 კლასის მოსწავლე ლუკა წოწორიამ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას ემოციური ჩანახატი მიუძღვნა.
რა გვასწავლა სიჩუმემ
ზამთრის სუსხიანი დღეები იდგა. დიდი ხნის ნანატრი თოვლიც მოვიდა. ჩამოფიფქა ჩემი სკოლის ფანჯრებთან. რამდენ ხანს ველოდით, ვნატრობდით და მაინცდამაინც მაშინ მოვიდა, როცა გაკვეთილზე ვისხედით და ზედსართავ სახელზე ფიქრით ვიჭყლეტდით თავს... ჩამოთოვა და სიცივესთან ერთად საზარელი ამბები მოგვიტანა. თურმე, ვირუსი გავრცელებულა და კაცობრიობას ავს უქადდა... ბევრი იბრძოლა ჩვენმა მწვანე პლანეტამ, ბევრი შვილი დაკარგა დედამიწამ და მიაბარა მიწას მისი სხეული საპატრონოდ... ახლა, ბევრი დროა ფიქრისთვის, სიჩუმეა ყველგან და ამ სიჩუმემ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული, დაფასება გვასწავლა.
ახლა დავფიქრდი, თურმე როგორ მყვარებია ის უბრალო ქუჩაც კი, რომელსაც ყოველდღე გავდიოდი სკოლამდე. ჩვენ, კორონავირუსმა ბევრი რამ გვასწავლა, მათ შორის ის, თუ როგორია მარტოობა, როგორია ოთხ კედელს შორის ჯდომა, როგორია მონატრება, როგორია,როდესაც გინდა, რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც აქამდე, მაგრამ ეს ასე არ არის. აღარ ბრუნდება სკოლის დღეები, რომელიც მოსწავლეებს ყველაზე მეტად გვჭირდება...
და ყველაზე მთავარი, ჩვენ კორონა ვირუსისგან გამოწვეულმა მოვლენებმა თავისუფლება სხვაგვარად დაგვანახა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ცარიელ ქუჩებში სიარული კარგი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს, სოფლებს, ქუჩებს, ისეთ ადგილებს, სადაც აქამდე სულ ხმაური და ხალხმრავლობა იყო, მიჩნდება გრძნობა, რომ თითქოს მიატოვეს ისინი და მარტოდმარტო დატოვეს ამ გასაჭირში. იქაურობა ისეთი გარინდული, დაცარიელებული და სევდიანია, თითქოს მათ ფერები დაეკარგათ და ყველაფერი შავ-თეთრი გახდა.
მე ვხედავ, რომ სამყარო დროებით შეჩერდა, მაგრამ როგორც ყველაფერს ამ მოვლენასაც აქვს დასასრული და ჩვენ დავამარცხებთ მას, ოღონდ დავამარცხებთ ერთად. მე მჯერა, ჩვენ მალე გამოვალთ სახლებიდან და ერთად ვიტყვით, რომ თანდგომამ გადაგვარჩინა!
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც