მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჭირო გახდა სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ამ ახალი გამოწვევის წინაშე მდგარ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაც ერთ-ერთია, რომელმაც შეძლო დისტანციურ სწავლებასთან წარმატებით ინტეგრირება.
1-ელი აპრილიდან სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ერთსულოვანი, გუნდური მუშაობის შედეგად მოხდა მოსწავლეებისა და მშობლების სასწავლო პროცესში ჩართვა. პედაგოგებს სკოლა ყველანაირად ხელს უწყობს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში.
„ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სკოლაში არსებული კომპიუტერები, თუ ამის საჭიროება არსებობს. მთავარია მოსწავლეებს ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, რაც ქალაქის მასშტაბით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს. ამჟამად 600 მოსწავლესა და 49-მ მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, სრულყოფილად სარგებლობენ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც