მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის მერვეკლასელებს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტიდან, სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა მთვარისა ახვლედიანმა უჩვეულო ონლაინ გაკვეთილი ჩაუტარა.
ამის შესახებ მთვარისა ახვლედიანი სკოლის სოციალური ქსელის გვერდზე წერს.
„13 აპრილი. 2020 წელი
დღეს მერვეკლასელებთან უჩვეულო ონლაინ გაკვეთილი გამომივიდა ...
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტიდან.
ამის მიზეზი ი უ ბ ი ლ ა რ ი გ ი ო და მშობლიური სკოლის დიდი მონატრება იყო! მიუხედავად იმისა, რომ დრო წინასწარ არ დაგვითქვამს, ყველანი (ზარის) დარეკვისთანავე ,,ჩატში" შემოვიდნენ.
გაკვეთილი მისალოცი ტექსტის წაკითხვით ,,გავხსენით", რომელიც დაფაზე წინასწარ დავწერე, ასევე შეძლებისდაგვარად გავაფორმე კიდეც.
ხატვა დიდად არ მეხერხება, თუმცა ჩემს მოსწავლეებს არ გასჭირვებიათ იმის ამოცნობა, რომ დაფის შუაგულში ჩახატულ ჩემს გ უ ლ შ ი ოთხივეს ერთნაირი ადგილი უჭირავს.
რაკი სხვა არავინ მყავდა „სელფის" გადაღება მომიწია, რომელიც მართლა არ მიყვარს, მაგრამ სამახსოვროდ გამოდგება!
მერე ინტერნეტმაც შეგვიწყო ხელი და ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე წარიმართა ვიდეოგაკვეთილი.
რაც მთავარია, გ ი ო ც ძალიან გავახარეთ, რომელმაც დიდი მადლობა გადაგვიხადა და -- ე რ თ მ ა ნ ე თ ი ც!
საოცარი ენერგიით ავივსე, ორი საათი მარტოდმარტო ისე დავყავი ქართულის კაბინეტში, რომ დირექტორის (ჩემს) კაბინეტში შესვლა არც გამხსენებია.
ეგ კია, საოცრად სევდიანი მეჩვენა სკოლის ეზო, დაცლილი შენობები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ,,რ ა ც ა რ ი ე ლ ი ა ეს ს ა ვ ს ე ქ ვ ე ყ ა ნ ა
უ ა დ ა მ ი ა ნ ო დ" და რ ა ც ა რ ი ე ლ ი ა
ს კ ო ლ ა უ ბ ა ვ შ ვ ე ბ ო დ !
სწორედ ამის გამო არ მიყვარს არდადეგებზე სკოლაში სიარული.
საყვარელო მოსწავლეებო, ჩემო კოლეგებო, სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას და ჩვეულ გარემოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!
ღ მ ე რ თ ო დაგვეხმარე, ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ო, ყველამ გავითავისოთ შექმნილი ვითარება და ხელი შევუწყოთ ერთმანეთს ამ დიდი საფრთხის დაძლევაში, თორემ ამ ინფექციას თუ გადავურჩით, სხვა, უფრო დიდი, სევდა-ნაღველი მოგვიღებს ბოლოს!
ჯ ა ნ მ თ ე ლ ო ბ ა ს ა და ბ ე დ ნ ი ე რ
ა ღ დ გ ო მ ა ს გ ი ს უ რ ვ ე ბ თ ყველას!“,- წერს სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ