სიახლეები
სკოლები

„ერთი სული მაქვს, ვიგრძნო, დედამიწა აგრძელებს არსებობას“ - თბილისის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლის ჩანაწერი
23-04-2020
-
+


თბილისის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ლანა სემიონოვა პანდემიით შეცვლილი რეალობის შესახებ ჩანახატს წერს და მოქალაქეებს მოუწოდებს ეს დრო სწორად გამოიყენონ. მოსწავლის ნააზრევს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ: 


                                               მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ...


მსოფლიო covid 19-მა დაიპყრო! მას 210 ქვეყანა ებრძვის, მათ შორის საქართველოც. ეს 2020 წლის ყველაზე აქტუალური თემაა. საქართველოში ვირუსმა არც ისე დიდი ხნის წინ შემოაღწია. რეაგირება მაშინვე მოახდინეს, გამოცხადდა დროებითი კარანტინი. მოსახლეობის უმრავლესობა პესიმისტურად არის განწყობილი, არ მოსწონთ თვითიზოლაცია, თავისუფლება სწყურიათ.

ტელევიზია თითქმის ყოველ წამს აშუქებს ნეგატიურ ინფორმაციას, სოციალურ ქსელშიც კი გავრცელდა მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება, ასე მგონია, რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში საუბარი ამ ვირუსზეა. ყველაზე მეტად კი ხალხის პესიმისტური დამოკიდებულება მაწუხებს.

რა მოხდება თუ ყველაფერს სხვა თვალით შევხედავთ? - ვირუსმა მოგვცა დრო დასაფიქრებლად, თუნდაც ოჯახთან დროის გასატარებლად. დრო ყველაზე ძვირფასია, უნდა ვიცოდეთ მისი სწორად გამოყენება. მან გვასწავლა სიყვარულის და მონატრების მნიშვნელობა. ნამდვილი სიყვარული არასდროს ქრება ხოლო მონატრება სულში სწვდება და ცდილობს ყველაფერი აურიოს.

მოგიწოდებთ, რომ თავისუფალი დრო სწორად გამოიყენოთ. სცადეთ და უბრალოდ სიჩუმეს უსმინეთ, ის იმდენად ხმაურიანია, რომ ყველაფრის ხმას ახშობს, ის გაძლევთ უფლებას თქვენ თავში გაერკვიოთ. 

ადამიანებს უნიკალური საშუალება მიეცათ, რომ ეს თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენონ. დღის ასეთი რუტინა გვაძლევს საშუალებას განვავითაროთ ცნობიერება.

ასეთ მძიმე დროს უარყოფითი აზრი არ გამოგადგებათ, შეხედეთ სამყაროს სხვა თვალით. იზოლაციას დადებითი მხარეებიც აქვს. ახლა უფრო ვაფასებთ გარემოს, გარეთ გასვლის ყოველ ჯერს და ადამიანებს.

ვხვდები, რომ ყველას ენატრება თავისუფლება, მეგობრები, გართობა, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყანას, გვერდით დავუდგეთ და დავიცვათ ის ჩვენი ძალებით, თუნდაც უბრალოდ დავრჩეთ სახლში.

საშინელი გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ არ გაქვს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ერთი სული მაქვს შევხვდე სამყაროს, ვიგრძნო ის რომ დედამიწა ბრუნავს და აგრძელებს არსებობას.

#დარჩისახლში

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება