მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N119 საჯარო სკოლის თვითიზოლაციაში მყოფმა მოსწავლეებმა დისტანციურად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება დედამიწის დღისადმი. მოსწავლეებმა ამ დღეს ნახატები მიუძღვნეს.
„22 აპრილი - დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. ის მსოფლიოში გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 195 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა.
ეს დღე 119-ე საჯარო სკოლაში, ტრადიციულად, ყოველ წელს აღინიშნება ახალი ნარგავებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით, კედლის გაზეთების გამოშვებით, ნახატების კონკურსით, თემში ბუკლეტების დარიგებით და სხვადასხვა ღონისძიებებით.
2020 წლის 22 აპრილს დედამიწა ახალ მსოფლიო პრობლემას კოვიდ-19 პანდემიას ებრძვის. თვითიზოლაციაში მყოფმა მოსწავლეებმა შექმნილ ვითარებაში ასე გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება დედამიწის დღისადმი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ