სიახლეები
პიროვნება

ანდაზა-მასწავლებელი ნინო ფხალაძე ღულელების სკოლიდან - „შემხვედრი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას და საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშიც მოიხადოს“
27-04-2020
-
+


ნინო ფხალაძე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლაში მშობლიურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. როგორც Etaloni.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ძალიან უყვარს საკუთარი პროფესია და ცდილობს, ბავშვებიც დააინტერესოს ქართული მწერლობით. ამბობს, მოსწავლეებს თანამედროვე ავტორები უყვართო, თავად კი „ვეფხისტყაოსანი“ მიაჩნია ცხოვრების წიგნად; თუმცა ასევე ძალიან უყვარს ანდაზები და ბავშვები ანდაზა-მასწავლებელს მეძახიანო, - გაგვიმხილა. წუხს იმაზე, რომ მთა იცლება, და დასძენს - დროა, მთიელი ფესვებს დაუბრუნდესო. რა კეთდება იმისთვის, რომ სოფელი  არ დაიცალოს? რამდენად უდგას მხარში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას? როგორ გაართვეს თავი არსებულ გამოწვევას ადგილობრივ სკოლაში? – Etaloni.ge- ღულელების საჯარო სკოლის პედაგოგი, ნინო ფხალაძე ესაუბრება.

- რთულ პირობებში მოგვიწია მუშაობამ- ეს ორმაგია სტრესია; ერთი მხრივ პანდემიაა,რომლის შესახებაც ბევრი რამ არ ვიცით და მეორე მხრივ - ბავშვები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ინტერნეტსა თუ კომპიუტერთან წვდომა ნაკლებად აქვთ. თუმცა, სხვადასხვა საშუალებით მოვახერხეთ დაკავშირება. ამ მხრივ ძალიან დაგვეხმარა ფეისბუქი და შემდეგ უკვე შეიქმნა სხვა პლატფორმები; შევქმენით ჯგუფები, რომლებსაც სახელები დავარქვით და ეს პროცესი ძალიან სახალისო აღმოჩნდა - მეხუთეკლასელების ჯგუფს „ყოჩაღები“ ვუწოდე, რათა წამეხალისებინა; მეექვსეკლასლების ჯგუფს - „წერტილი და მძიმე“, გოდერძი ჩოხელის მითხრობის მიხედვით; მეცხრე კლასში ორი მოსწავლეა და მათ ჯგუფს „ორადორი მეგობარი“ დავარქვით... ასე ვცდილობდი, ბავშვებისთვის სახლში ყოფნა არ ყოფილიყო რთული. მუშაობის პროცესი დამღლელია, ძალიან ბევრი რესურსის გამოყენება მიწევს, რათა ბავშვებისთვის ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი, ფოტოებიც, სქემებიც... მაგრამ მეც ამ ყველაფერმა გადამატანინა სახლში ყოფნა. ბავშვებმაც გაიაზრეს პასუხისმგებლობა, გაკვეთილებში მაქსიმალურად არიან ჩართულები და იღებენ ცოდნას. აქვე შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ მშობლები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ და მიუხედავად იმისა, დღეს ბევრი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბავშვებს ინტერნეტით უზრუნველყოფენ. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო.

- ბავშვები მოტივირებულები არიან?

- მყავს მოსწავლე, რომელიც პირველ გაკვეთილზე ყოველთვის იგვიანებდა სკოლაში, ახლა კი თავად მირეკავს... ასე რომ, კარგი რაღაცებიც გამოაჩინა კორონამ ჩვენ ცხოვრებაში.

- მაგალითად ის, რომ ხალხი სოფელს დაუბრუნდა. იგრძნობა ეს მთაში?

- ვერ გეტყვით რისი ბრალია, თუმცა ისეთი ადამიანები ჩამოვიდნენ სოფლად, წლები რომ გამოუხედავთ აქეთ... ზოგადად, სამწუხაროა, მთა რომ იცლება. ჩვენი სკოლის მაგალითზე გეტყვით - დღეს 62 მოსწავლეა მაშინ, როდესაც სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი. მიგრაციას ბევრი მიზეზი განაპირობებს და ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა მთავარი ფაქტორი სამსახურის ძიებაა. მიუხედავად ამისა, მუდმივად ვგრძნობთ ხელისუფლების თანადგომას, სკოლამდე დაინიშნა ტრანსპორტი და ბავშვებს კილომეტრების გავლა აღარ უწევთ ფეხით, ზამთარში გადაადგილების პრობლემა აღარ აქვთ; მოგვარდა სახელმძღვანელოების საკითხი; ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს მასწავლებლებზე, ვიღებთ მთის დანამატს, სკოლაში მოეწყო სპორტული მოედანი, აფინანსებენ სხვადასხვა ღონისძიებას, კეთდება გაზი და ახლაც კი, ამ ვითარებაში იმ მოსწავლეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან, ინტერნეტის მოდემები გადასცეს; აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტში, როგორიცაა izrune.ge. მოსახლეობისთვის ბევრი რამ კეთდება და ალბათ დროა, მთას დაუბრუნდეს მთიელი.



- თუმცა, მანამდე, იქნებ იმაზე ვისაუბროთ, როგორ ახერხებთ დააინტერესოთ თქვენი მოსწავლეები მშობლიური ლიტერატურით?

- ჩემ ბავშვებს ძალიან უყვართ კითხვა... ერთხანს, სოფლის ბიბლიოთეკა „შემოგვისახლეს“ სკოლაში, მეთერთმეტეკლასლების ოთახის უკან და მთელი დღის განმავლობაში ბავშვები წიგნების გარემოცვაში იყვნენ. არ ვიცი, ამ ფაქტმა განაპირობა თუ რამ, შევამჩნიე, რომ რეგულარულად კითხულობენ წიგნებს. შემდეგ, კვირაში ერთი საათი დავუთმეთ კლასგარეშე ლიტერატურას, ვკითხულობთ თანამდროვე ქართველ მწერლებს, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, განვიხილავთ... იცით, ვფიქრობ, მასწავლებელი კარგი მსახიობი უნდა იყოს და სწორედ სამსახიობო ოსტატობით წაუკითხოს პატარებს ესა თუ ის ნაწარმოები. უნდა ნახოთ, როგორ შემოიწყობენ ხოლმე ლოყებზე ხელებს და როგორი ყურადღებით მისმენენ ასეთ დროს ჩემი პატარები.

- რომელი მწერლის შეგონებებით ზრდით თქვენს მოსწავლეებს, ქალბატონო ნინო?

-ძალიან მიყვარს ანდაზები და ამის გამო, ანდაზა-მასწავლებელი შემარქვეს; სიბრძნეს ბევრი ნაწარმოებიდან ისწავლი, თუმცა „ვეფხისტყაოსანი“ ჩვენი ცხოვრების წიგნია, რომელიც სამწუხაროდ, დღევანდელ თაობას დიდად არ უყვარს... ვფიქრობ, დადგა დრო, გადავხედოთ ჩვენ საგანმანათლებლო სტრატეგიას - დრო იცვლება, ყველაფერი ვითარდება და სამწუხაროდ, ბევრი თანამედროვე ქართველი მწერალი რჩება ლიტერატურული პროცესების მიღმა.

- თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, ბავშვებს რომ უყვარდეთ?

- ბანალურად გამომივა, მაგრამ მიმაჩნია, რომ სკოლაში არ უნდა მივიდეს ადამიანი, ვისაც ბავშვები არ უყვარს. ჩვენი შეხედულებები, აზრები, პრინციპები რაღაცნაირად უნდა მოვარგოთ ბავშვებს. მსმენია მასწავლებლებისგან - მე ერთი ვარ და თქვენ ბევრნიო... ზუსტად ამიტომ, ერთი რომ ვარ, მე უნდა გავუგო ბავშვებს! და რაც მთავარია,  არ შეიძლება, პედაგოგი იმპერატიულად იყოს დარწმუნებული, რომ ყველაფერში მართალია და შეცდომას არასოდეს დაუშვებს. ხშირად,  სკოლაში კონფლიქტამდე სწორედ ამის გამო მიდიან პედაგოგები - ცდილობენ, მოსწავლეს დაახევინონ უკან, რაც უდიდესი შეცდომაა. შემხვედრი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას და საჭიროების შემთხვევაში, ბოდიშიც მოიხადოს.  ბევრი მოეთხოვება მასწავლებელს, ვიზუალური მხარით დაწყებული - უყვართ მოსწავლეებს მოწესრიგებული, ღიმილიანია მასწავლებელი. ბავშვები უნდა გრძნობდნენ, რომ პატივს სცემ, ხარ მეგობარიც, მრჩეველიც, მესაიდუმლეც.



- ქალბატონო ნინო, ისე საუბრობთ, ალბათ ბავშობიდან ოცნებობდით პედაგოგობაზე.

- მამა იყო ნაქალაქრისა და ბოჭორმის სკოლების დირექტორი, ისტორიის პედაგოგია; დედა გახლავთ ინგლისური და გერმანული ენების სპეციალისტი, რომელიც ჯერ ჩემი მასწავლებელი იყო და შემდეგ უკვე კოლეგა. ამ ყველაფერმა განაპირობა არჩევანიც - დიახ, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია.

- რთულია დირექტორისა და პედაგოგის შვილად ყოფნა?

- საერთოდ, პედაგოგის შვილობა რთულია. მეტი პასუხისმგებლობაცაა და სიფრთხილის განცდაც გაქვს, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. როდესაც ფიქრობ, შენი მშობელი სხვა ბევრი ბავშვის მასწავლებელია, ცდილობ მაგალითი იყო. მეც მეშინოდა, ჩემი მშობლისთვის ვინმეს არ ეთქვა - შენი შვილი ვერ გაზარდე!

 






კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება