სიახლეები
სკოლები

„მსოფლიო დუმს“ - ხუცუბნის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებლის, ანა ნემსაძის ჩანახატი
23-04-2020
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხუცუბნის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი ანა ნემსაძე საქართველოში კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას ჩანახატს უძღვნის. 

მსოფლიო დუმს...

არ მომწონს ნახევარსიტყვები, ნახევარნათქვამები და გამაღიზიანებელი სიჩუმე. ვბრაზდები, მეშინია ჩაკეტილი სივრცის და შიგ დარჩენილი ჰაერის, მაგრამ მიყვარს დაღამება, რომელსაც აუცილებლად მოსდევს აურაცხელი ფიქრი, ოცნება და ამ ოცნებაში გახვეული თითოეული წამი, წუთი, დაუსრულებელი გრძელი საათები, თუმცა დღევანდელმა მდგომარეობამ გამოცადა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები, ჩემი მოთმინების უნარი და გამოარკვია, რომ  საერთოდაც არ მაქვს. დიახ, არ მაქვს... ვერ ვუძლებ ამ სიჩუმეს, არ მიყვარს სიჩუმე.

და იცით? როგორი მტკივნეულია „უსიცოცხლო“ ქალაქი, სოფელი. სამყარო შიშმა მოიცვა. მსოფლიო დაადუმა და დააპაუზა კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ და მაინც გაზაფხულის სუნით ავსებული სამყარო მაოცებს, მაოცებს ადამიანების იმედით სავსე თვალები, მათი ღიმილი და  ყველაფრის მიუხედავად უშიშარი, ბედნიერი სახეები.  იმედი.. და, მე მეიმედება ოთახის კუთხეში პატარა ხატების თარო, ყოველ საღამოს, ჩუმად, დაჩოქილი ამ ადგილას რომ ვპოულობ სასწაულ სიმშვიდეს, ბედნიერებას.… ყველაფერი გაივლის, აუცილებლად გაივლის, ჩვენ ჩავაბარებთ ამ გამოცდას და ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

და რა არის მონატრება? სულში სწვდება გრძნობებს, ცდილობს ყველაფერს აურიოს, ჩვენ ვალაგებთ, ის ურევს და ასე მუდმივად... მონატრება არის გრძნობა, რომელსაც შეუძლია სულში ხელები გვიფათუროს, შეეხოს ყველაზე მტკივნეულ ადგილს.

და ბოლოს, მე ის გოგო ვარ, ფანტაზიას რომ არასოდეს დავასრულებ, უსამართლობასა და ტყუილს ისევ რომ არ ვაპატიებ, უთავბოლოდ რომ გავჯიუტდები და მაინც  ბოლომდე განვაგრძობ ბრძოლას.  კვლავ რომ უზომოდ მეყვარება ჩემი ქალაქი, დაბრუნებისას ყველა ქუჩას ფეხით შემოვივლი...  ჰოდა, კიდევ ბევრ რამეს დავწერ და ასე მაინც ვეტყვი საყვარელ ადამიანებს, მათდამი უზომო სიყვარულზე.

სიჩუმემ დამაფიქრა სიყვარულზე, ურთიერთობებზე... მეტი სითბო, მეტი სიყვარული ადამიანებო, მეტი და მეტი...

ყველაფერი კარგად იქნება...

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება