მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის და კერძო სკოლა „სხივის“ მასწავლებელი ოთარ დანელია საინტერესო ნოველას გვიზიარებს.
„ექიმი
პალატაში პაციენტი კვნესის.
ვერ სუნთქავს.
ბევრია ასე.
მე დავდივარ ავადმყოფებს შორის და აბებთან ერთად შვებასაც ვარიგებ.
გუშინ ჩემმა სამი წლის შვილმა დამირეკა,მომენატრეო.
მეც მენატრება,მაგრამ...
წუხელ ჩემი შვილის კბილა ბიჭი შემოიყვანეს,მაღალი სიცხითა და მშრალი ხველებით.
დღესაც აქვს სიცხე.ხშირი სუნთქვაც,მოუსვენრობს.
ანალიზის პასუხს ველოდებით.
უცებ ატირდა.
ახლოს მივედი.
გაჩუმდა და გამიცინა.
ვერ მოვითმინე,პირბადე მოვიხსენი და ხელზე ვაკოცე.
არ შეიძლება,მოერიდეთო,შეიცხადა მედდამ.
არაფერი მითქვამს,ოთახიდან გავედი.
პასუხი მოვიდა.
ვირუსი აქვს პატარას.
არ უნდა გეკოცნათო,შემახსენა მედდამ.
ისევ არაფერი მითქვამს.
პალატაში მარტო ის არის.
ისევ მაღალი სიცხე აქვს და ისევ გახშირებულად სუნთქავს.
მივედი,პირბადე მოვიხსენი და გავუღიმე.
პატარას გაცინების თავი არ აქვს,შფოთავს.
უცებ ჩემი შვილი გამახსენდა.
მენატრებიო,სულ ამას მიმეორებს ტელეფონში.
ღმერთო,როგორი უმწეოა,დავხედე პატარა პაციენტს.
გამიცინა.
-თქვენ ფრთები გაქვთ,ექიმო?
-არა,რატომ?!-დავიბენი.
-ანგელოზებს ფრთები აქვთ!
-მე ხომ ანგელოზი არ ვარ...-კიდევ უფრო დავიბენი.
-კი,ხართ...მე მაქვს ანგელოზების წიგნი.იქ ერთი ანგელოზია და ის ხართ თქვენ.
ისევ გამიცინა.
ისევ ვერ მოვითმინე და შუბლზე ვაკოცე.
არავის დავუნახივარ.
ვიცი,რომ საფრთხეში ვიგდებ თავს,მაგრამ ჩემი შვილივით მიცინის,ჩემი მონატრებული ბიჭივით მეტიტინება და...
საღამომდე კიდევ სამი პაციენტი დაგვემატა.
ჰაერი შიათ.
ოხრავენ და კვნესიან.
სახლიდან დამირეკეს.
-მა,შუბლზე რომ მკოცნი,ძალიან მომენატრა.-სლუკუნებს ჩემი შვილი.
ვერაფერს ვეუბნები.
უჩვეულოდ მცივა.
მაჟრჟოლებს...
-სიცხე გაქვთ,ექიმო!-ფერი შეეცვალა მედდას.
სუნთქვაც მიჭირს.
პერანგის ღილებს ამაოდ ვიხსნი.
ვშფოთავ...
თქვენი ანალიზის პასუხი მოვიდაო,მითხრეს სამორიგეოში.
ვირუსი აღმომაჩნდა.
პალატაში ვწევარ და ახლა სხვა მაძლევს ერთდროულად აბებსა და შვებას.
-ჩვენი პატარა პაციენტი როგორ არის?-ვეკითხები მედდას.
-კარგად არის ექიმო,აღარ აქვს ვირუსი.
-კარგია.
-ხომ გაფრთხილებდით,ნუ აკოცებთ -მეთქი...
არაფერი მითქვამს.
ტელეფონს გავხედე.
-მა,შუბლზე რომ მკოცნი,ძალიან მომენატრა...-საცაა დარეკავს ჩემი ბიჭი.
ნეტავ,იმ პატარა პაციენტსაც კოცნის მამა შუბლზე?
კი,კოცნის...როცა ვაკოცე გაიტრუნა.ზუსტად ისე გაიტრუნა,როგორც ჩემი მატრაკვეცა ბიჭი იტრუნება ხოლმე...
ოთო დანელია
28.03.2020
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც