მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის Iდ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნატო წიკლაურის ხელმძღვანელობით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით პროექტი -„ჩვენ და დედამიწა“ განახორციელეს.
„თბილისის N103 საჯარო სკოლის Iდ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნატო წიკლაურის ხელმძღვანელობით სრულიად საქართველოს და მთელს სამყაროს ულოცავს დედამიწის დღეს. როგორც ვიცით, ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიოში ტარდებოდა მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებები. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში, ამ დღესთან დაკავშირებით, დაიგეგმა პროექტი, სახელწოდებით - „ჩვენ და დედამიწა“. ამ პროექტის მიზანი გახლდათ მომავალ თაობებში მშობლიური ბუნებისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობის აღზრდა, მის დაცვაზე ზრუნვა. მოსწავლეებს მიეწოდათ შესაბამის თემაზე ვიდეო-მასალა, ელექტრონული რესურსები და ინფორმაცია. ბავშვები მშობლებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ ამ პროექტში. კლასის ჯგუფში აიტვირთა მოსწავლეთა ნამუშევრები. ონლაინ გაკვეთილზევე მოხდა ნამუშევრების პრეზენტაცია. რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება ყველაფერი, მჯერა, რომ ის გადაიზრდება ისევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებში. დიდი მადლობა მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი აქტიურობისა და ჩართულობისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც