მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული, როგორც დისტანციური სწავლების პროცესში, ისე სხვადასხვა ონლაინ აქტივობებში. სკოლის დირექტორის მარინე ხვედელიძის მიერ etaloni.ge - სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ, როგორც დისტანციური სწავლების პორცესში ისე სხვადახვა ტიპის საგანმანათლებლო ონლაინ აქტივობებში, კონკურსებსა და შეჯიბრებებში.
დირექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
„როცა გული გულობს...
სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე მხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების სწავლება, 6-7 გაკვეთილის ჩატარება არაა, სწავლა-სწავლების პროცესი გაცილებით ღრმაა, გაცილებით შრომატევადი და, ხშირ შემთხვევაში, გაცილებით საინტერესო.
ზოგჯერ სკოლაში არ ირეკება ზარი, წკრიალი არ გვამცნობს აქტივობის დასაწყისსა თუ დასასრულს, მაგრამ მოსწავლეები და მასწავლებლები ერთად ფუსფუსებენ, მსჯელობენ, კითხულობენ, ხატავენ, იღებენ, ვარჯიშობენ, ქმნიან, გეგმავენ და აფერადებენ ერთმანეთის ცხოვრებას. „ადამიანების გარეშე ცხოვრება არ არსებობს", მით უფრო სასკოლო საზოგადოების. სწორედ ამიტომ, COVID-19-ის თავიდან ასაცილებლად, საგანგებო მდგომარეობის დროს, დისტანციურ სწავლებას ხარაგაულის N3 საჯარო სკოლამ ერთხმად ავუწყვეთ ფეხი; Teams, Zoom, Viber, Feedc Edu, Messenger და სხავადასხვა სოციალური საშუალება გამოვძებნეთ, შევისწავლეთ, რათა სოციალურ დისტანციას სწავლა - სწავლებისათვის ხელი არ შეეშალა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საქართველოს პირველმა არხმა გაგვაერთიანა და საკლასო ოთახად მთელი საქართველო აქცია, რათა ამ რთულ დღეებს ცოდნის მიღებით გავუმკლავდეთ...
„კარგი დასაწყისი - საქმის ნახევარია" და ასე კარგი დასაწყისით სანახევროდ გვქონდა, ხარაგაულის საჯარო სკოლებიდან ხუთ სკოლას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან "(GIDE) არსებული პროექტის "დებატები უკეთესი განათლებისთვის" მზადება და დებატ კლუბების მუშაობა დაგეგმილი. პროექტი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო და მთელი საქართველოდან შერჩეულ მასწავლებელთა ოცეულში ჩვენც მოვხვდით. მომავალი კლუბების ხელმძღვანელებმა ოთხდღიანი დაუვიწყარი ტრენინგები გავიარეთ, თებერვლის ბოლოს და საოცარი მუხტითა და ენთუზიაზმით ვაპირებდით მოსწავლეებთნ შეხვედრას. შემდეგ რაც მოხდა ჩვენს თავს და სრულიად მსოფლიოში სახელს ვერ ვარქმევ... იყო მცირედი პაუზა და შფოთი: როგორ უნდა გაგვეგრძელებინა დებატკლუბების საქმიანობა, რომ არ დაგვერღვია მოსწავლეებისათვის მიცემული პირობა...
და აი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა"(GIDE-მ) არსებული პროექტის - „დებატები უკეთესი განათლებისთვის" მოდიფიკაცია მოახდინა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კლუბმა ონლაინ პროექტის განხორციელება დაიწყო. და ისევ დაიწყო ჩვენი ძალების მობილიზებაც, გაჩნდა საკუთარი თავის რწმენა და გაგვახსენა ყველას, რომ სხვას ვჭირდებით და ეს სხვა ჩვენი ძვირფასი შვილები, ჩვენი მოსწავლეები არიან...
ინსტიტუტის წარმომადგენლები გუნდურობის, თანადგომისა და ერთიანობის საუკეთესო მაგალითები მოგვცეს და ყველას კვლავ საოცარი ძალა და შემართება გაგვიჩნდა.
პროექტი კვლავაც „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის" მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს სიტყვით გამოსვლების კონკურსს, საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან, რომლის მიზანსაც ახალგაზრდებში, ერთი მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლის უნარის განვითარება წარმოადგენს, ხოლო, მეორე მხრივ - მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროცესის უწყვეტი გაგრძელების შესაძლებლობა და თანამედროვე ვირტუალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მოსწავლეები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ყოველკვირეულ შეხვედრებში, ემზადებიან საჯარო გამოსვლების ონლაინ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
• სსიპ დაბა ხარაგაულის N 3 საჯარო სკოლა;
• სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლა;
• სსიპ დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლა;
• სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა;
• სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის საჯარო სკოლა.
დასაფასებელნი არიან პროექტის ხელმძღვანელი, ქალბატონები თინათინ ცერცვაძე და ტრენერი სოფიო ვეფხვაძე, რომლებიც საოცარი ენთუზიაზმით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვეხმიანებიან, გვამხნებვებენ და ერთვებიან ონლაინ მეცადინეობებში. იშვიათია, ადამიანები იყონ შენთან ასე ახლოს და თან ასე შორს.
კლუბური მუშაობის ბოლოს თითოეულმა კონკურსანტმა უნდა ჩაწეროს ოთხწუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც მოიცავს ახალგაზრდის პოზიციას, არგუმენტაციას და რომელიც დაკავშირებული იქნება ერთ-ერთ ქვემოთ მოყვანილ თემასთან (რეზოლუციასთან):
1. ონლაინ(ლაივ) მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია;
2. ვიდეო ჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია;
3. საქართველოში „fake news"-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია;
კონკურსანტმა ვიდეორგოლი და სარეკომენდაციო წერილი 31 მაისამდე უნდა გაუგზავნოს დებატების ინსტიტუტს. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ სხვადასხვა სახის საჩუქარსა და სერტიფიკატს.
P. S. „თუ ყოველდღე არ იბადები, მაშასადამე, ყოველდღე კვდები." ჩვენ ყოველდღე ვიბადებით, რადგან ყოველდღე ვსწავლობთ და ვურთიერთობთ, ვურთიერთობთ, თუნდაც დისტანციურად!“
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც