TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„არ მესმის ბავშვების ჟრიამული.... თურმე ამით ვცოცხლობთ მასწავლებლები“ - გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანო აფციაურის ჩანახატი
23-04-2020
-
+


გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგ ნანო აფციაურს პანდემიისგან დასადგურებულმა სიჩუმემ და სკოლის მონატრებამ ჩანახატი დააწერინა, სადაც საკუთარ განცდებს გადმოსცემს. მასწავლებლის ნააზრევს ჩვენ უცვლელად გიზიარებთ:


„სიჩუმე....ირგვლივ მომაბეზრებელი სიჩუმე... არ მესმის ბავშვების ჟრიამული....ვითომ დამღლელი, არადა თურმე ამით ვცოცხლობთ მასწავლებლები. არ რეკავს სკოლის ზარი და ფაციფუცით არ გავრბივარ გაკვეთილზე, არ მეგებებიან თვალციმციმა გოგო ბიჭები. ახლა არსად მეჩქარება, აღარ ვიღლები გაკვეთილზე ლაპარაკით (ელექტრონული სწავლება, ვერ გვივსებს დანაკლისის) თითქოს დავიკარგე ამ სამყაროში, მგონია დედამიწა გაჩერდა და გული მეკუმშება... ჩემი სკოლა მენატრება, ჩემი მეორე ოჯახი, იმედით მომზირალი თვალები მენატრება და ერთი და იგივე კითხვაზე პასუხის ცხრაჯერ გაცემაც კი მენატრება. თურმე იმაზე მეტად მყვარებია ჩემი სკოლა, ვიდრე მეგონა... თურმე თქვენ ჩემი სულის ნაწილები ჰყოფილხართ... მიყვარხართ და ველოდები სკოლის ზარს, როდის მოგვიხმობს თავისთან“.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება