სიახლეები
სკოლები

„ჩვენი ენა ქართული“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ ღონისძიება ჩაატარეს
24-04-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურადაა ჩართული. მასწავლებლებს და მოსწავლეებს არც მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდებათ. ამჯერად, მათ დედა ენის დღე აღნიშნეს.

„14 აპრილი - დედა ენის დღე .... ეს იმ ღირსშესანიშნავი დღესასწაულთაგანია, რომელსაც ქალაქ ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ტრადიციულად დიდი სიყვარულით აღვნიშნავდით სკოლის საკონფერენციო დარბაზში.

ამ დღეს მოსწავლეები ყოველთვის უდიდესი მოწიწებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. განსაკუთრებით ემოციური იყო ხოლმე დაწყებითი კლასების მოსწავლეების დამოკიდებულება. ისინი ერთმანეთს „ეჯიბრებოდნენ“ მშობლიური ენის სიყვარულში.

ტრადიცია სკოლას წელსაც არ დაურღვევია და არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თითქმის ყველა კლასში ქართული ენის მასწავლებლებმა ჩაატარეს ონლაინ გაკვეთილები თემაზე „ენა დედაა ერისა“. ასევე მშობელთა თანხმობით ჩატარდა 14 აპრილისადმი მიძღვნილი ონლაინ ღონისძიება III (კლასის ხელმძღვანელი: მაია შველიძე) და IV (კლასის ხელმძღვანელი: მირანდა წინწკალაძე) კლასებში სახელწოდებით „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეებმა ლექსებით, გამონათქვამებითა და სიმღერებით გამოხატეს დედაენის დღისადმი თავიანთი დამოკიდებულება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, სკოლის თვითმართველობის/სკოლის ეკოკლუბი „შუაღამის მზე“ თავჯდომარე რიმა სუდაძე და მშობლები.

მშობელთა თანხმობით ვაქვეყნებთ ონლაინ ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

ოქროს და ვერცხლისმედალოსანი მოსწავლეები 300-150 ლარს მიიღებენ - რა დოკუმენტებია საჭირო 

კარგად თუ კარგათ// ალბათ თუ ალბად.. - ნამდვილად იცით, ამ სიტყვების სწორი ფორმები?

PISA-ს საცდელი ტესტირება საქართველოს სკოლებში ჩატარდა

სკოლაში შესვლის მურველთა ასაკი 2025 წელს ბოლოჯერ შეიცვლება - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება