მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტის დასაწყისში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მებაღეობის ტრენინგ-სემინარზე დეკორატიული მცენარეების გამრავლება ისწავლეს.
ლექცია, რომელსაც პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი უძღვებოდა, ეხებოდა მცენარის გენერაციულ ნაწილებს, ვეგეტატიურ გამრავლებას, გამრავლების სახეებს, თესლით გამრავლებას, წიწვოვანი მცენარეების თესლით გამრავლებას და სხვა.
განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია კალმით გამრავლების შესწავლამ. მოსწავლეებმა გაიგეს, რომელი დეკორატიული ბუჩქების გამრავლებაა შესაძლებელი კალმით, როგორ ხდება გახავებული კალმით გამრავლება, როგორ მრავლდება ვარდი ფესვით დაყოფით და სხვა.
მოსწავლეებმა პარტნიორი ორგანიზაციის მითითებით დააკალმეს ვარდები, დაახლოებით ორასი ცალი. დასაკალმებლად გამოიყენეს სოფლის მაცხოვრებელთა მცენარე.
მოსწავლეები აქტივობებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის (2018,2019,2020 წლების) ფარგლებში ახორციელებენ.
აქტივობა შეესაბამება მდგადი განვითარების მე-15(დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17(თანამშრომლობა) მიზნებს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც