სიახლეები
სკოლები

„ამ ერთმა თვემ სკოლის სიყვარული მასწავლა“ - კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლის ემოციური ჩანახატი
24-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მე-8 კლასელმა ლიზი ჯიქიამ პანდემიისგან გამოწვეულ ვითარებას ჩანახატი მიუძღვნა. მოსწავლეს ძალიან ენატრება სკოლა და გვიზიარებს, თუ რა ასწავლა სახლში ყოფნის ერთმა თვემ.

მონატრების ერთი 1 თვე-რა მასწავლა სიჩუმემ

მონატრების ერთი თვე გამოგვივიდა, დაუგეგმავად, უნებურად...

შეიძლება უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, არა მარტო მე, არამედ ყველა ბავშვს ენატრება სკოლა, დილით ადრე გაღვიძება, გარეთ გასვლა და გართობა. 

ამ ვირუსმა ყველა სახლში გამოგვკეტა....მაგრამ აღმოვაჩინე, რომ თურმე სახლშიც შეიძლება გაერთო. პირადად მე ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. ვცდილობ, წიგნები ვიკითხო და სხვა რამეებიც ვაკეთო.

სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა და ეს ვირუსი ყველას დაიმორჩილებდა, ან ვერ შეაშინებდა, თუმცა მაინც გამოკეტავდა სახლში, სკოლაში წასვლა და დილით 

ადრე ადგომა მეზარებოდა.

ამ ერთმა თვემ სკოლის სიყვარული მასწავლა. მასწავლა ის, რომ აქამდე გართობაში უფრო მეტ დროს ვხარჯავდი, ვიდრე განათლებაში. მიკვირს, ამ სიტყვებს, რომ ვამბობ, მაგრამ სკოლა და სწავლა ძალიან მენატრება. მწყდება გული ამ სიტუაციაზე, იმაზე, რომ ამდენი დაინფიცირებული ადამიანი გვყავს. ექიმები დღე და ღამე მუშაობენ არა საკუთარი, არამედ ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად. ერთი სიტყვით, ახლა ისინი არიან მებრძოლები და ებრძვიან ვირუსს.

ძალიან ვბრაზდები იმათზე, ვინც ექიმების შრომას არ აფასებს კანონებს არღვევს, გარეთ იპარება.

ჩემი აზრით, სწორია კომენდანტის საათის შემოღებაც, 3000 ლარიანი ჯარიმაც. იქნებ, ასე მაინც მიხვდეს ხალხი, რომ ასეთი საქციელით არა მარტო სხვებს, არამედ საკუთარ თავსაც დიდ ზიანს აყენებენ. ამას მე ვხვდები. მაგრამ ძალიან რთულია სახლში იჯდე და მოწყდე გარემოს, იმას, რასაც და ვისაც უკავშირდებოდა შენი ყველა დღე...

ამ დროის განმავლობაში უფრო მომთმენი გავხდი. მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როდესაც დამარცხდება ეს ახალი ვირუსი და საფრთხეც გადაივლის.

სკოლების დახურვის გამო და იმის გამოც, რომ ბავშვები პროგრამას არ ჩამორჩენ, დაიწყეს ენლაინ რეჟიმით სწავლება. ჩემი აზრით, ეს ცუდი აზრია და დიდად არ მომწონს. ზოგს არ მიუწვდება ხელი ინტერნეტთან და არ აქვს საშუალება ჩაერთოს ონლაინ სწავლაში. მაგრამ მჯერა, რომ ეს ყველაფერი გადაივლის და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ამ სიტუაციაში ზოგი წერს, რომ დაიღალა ზოგიც შეეგუა. მე კი ვნატრობ, რომ მალე შევაღო სკოლის კარი და გაღიმებული მივესალმო ყველას...

რა მასწავლა კარანტინმა? ჩემი პასუხია - მონატრება, სკოლისადმი სიყვარული. აღმოვაჩინე ბევრი გასართობი, ბევრი წიგნი. უფრო მეტ დროს ვატარებ ოჯახის წევრებთან, ბევრად მომთმენი გავხდი...

ბოლოს კი მინდა ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო და გთხოვოთ, დარჩეთ სახლში!

ლიზი ჯიქია VIII კლასი
კერძო სკოლა „სხივი“

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში

სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა

გუნდების/კლასების შექმნის რამდენიმე გზა მასწავლებლებისთვის:


ბაღების მომსახურებით 200 ბავშვი ვერ სარგებლობს - ბიუჯეტი

 მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს 

პანსიონატში ბავშვებს ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი გარემო დახვდათ

ეს დღე კი დაგვირგვინდა თოვლის ბაბუის სტუმრობით, რომელმაც ბავშვებს დიდი სიხარული მიანიჭა

მოსწავლეთა შემოქმედებითმა და საშემსრულებლო ოსტატობამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს 

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება