მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, ნიკა ანსიანმა, რომელიც მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალ - izrune.ge- ში აქტიურად არის ჩართული და ყოველ ტესტს წარმატებით გადის, თვითიზოლაციის პერიოდს ჩანახატი მიუძღვნა.
სანამ მოსწავლის ჩანახატს წაიკიხავთ, გთავაზობთ, რას ფიქრობს მისი მასწავლებელი ნიკაზე:
„ეს ლამაზი ბიჭუნა ლახამულის საჯარო სკოლის მოსწავლეა, მას ძალიან უყვარს სიჩუმე, მაგრამ დღეს მსოფლიო სიჩუმეს უპირისპირდება და უნდა მეგობრებთან ერთად საკლასო ოთახში მოუსმინოს საყვარელ მასწავლებლებს და გაერთოს თანასკოლელებთან.
ნიკა ანსიანი მეხუთეკლასელია, გამოირჩევა ნიჭიერებით, ზედმიწევნით ასრულებს ყველა დავალებას, როდესაც გამოცხადდა კონკურსი სკოლაში „მონატრების ერთი თვე“ მან, პირველმა გამოგვიგზავნა წერილი“.
მონატრების ერთი თვე
სიჩუმე ზოგჯერ სასიამოვნოც არის, წიგნის კითხვა და ტელევიზორის ყურება, ინტერნეტში თამაში ან რამე სასარგებლო და საინტერესო ამბების მოძიება სიჩუმეში მიყვარს. მაგრამ, მოძალადე სიჩუმე, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა მონსტრია, რომელიც ადამიანების სულში შეიჭრა. თავზარი დაგვცა „კორონავირუსმა“ ერთმანეთს დაგვაშორა, ურთერთობები შევწყვიტეთ ახლობლებთან, მეგობრებთან.
შინ ჩავიკეტეთ. ვერ მივდივართ ვერავისთან და არც არავინ არ მოდის აქითაც. გვეშინია ერთმანეთან ურთიერთობის.
სიჩუმეა მთელს ქვეყანაში, ქალაქში შეწყდა მოძრაობა, აიკრძალა სკოლაში სიარული, დაცარიელდა ქუჩები. ეს ცხოვრება ძალიან უფერული და მოსაწყენი გახდა.
ამ სიჩუმეში და უიმედობაში მიჭირს ყოფნა. ვცდილობ თავი გავიმხნევო დავიწყე წიგნების კითხვა, ვწერ დღიურში იმას თუ რა ხდება ჩვენს გარშემო.
მინდა სიჩუმე გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან. დავიწყე ინტერნეტით სარგებლობა, ვუკავშირდები მასწავლებლებს და ვიღებ განათლებას ინტერნეტის დახმარებით. ვეკონტაქტები სკოლის მეგობრებს და ამით ვანაზღაურებ დაკარგულ დროს, მონატრებით და სიყვარულით
ვცდილობ გავამხნევო საკუთარი თავი და ჩემი მეგობრები, რომ უფლის ნებით მალე შევხვდებით ერთმანეთს, ჩავეხუტებით და ვიტყვით: ჩვენ ერთად ვართ! კორონავირუსიდავამარცხეთ, ჩემო მეგობრებო!!! ყველაფერი კარგად იქნება უფლის იმედით!!!
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც