სიახლეები


„შენ ერთი დგახარ პანდემიის სადარაჯოზე და მოვალე ხარ ეპიდემია აღმოვფხვრათ ხალხში“ - თამაკონის საჯარო სკოლის  მოსწავლის ჩანახატი
24-04-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე თამუნა ხაჭიპერაძე „მონატრების 1 თვე  - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

ალბათ, ყველას, ერთხელ მაინც გაგვჩენია შეკითხვა - რისთვის ვცხოვრობთ? რა არის ჩვენი ცხოვრების დანიშნულება ან მიზანი? ან უბრალოდ ღირს კი ჩვენი სიცოცხლე? თითოეული ადამიანი სხვადასხვანაირად უყურებს ცხოვრებას. ზოგი მაქსიმალურად ცდილობს გართობას. ზოგი უმიზნოდ ცხოვრობს, უბრალოდ არსებობს. ზოგი კი სულიერი საწყისებისკენ მიილტვის, პოულობს კიდეც! ცხოვრების მიზანს არამატერიალურ სამყაროში ხედავს… არის აღმაფრენის მომენტები, როცა თავი სხვა განზომილებაში გგონია და შენი გონებით მწვერვალებს აღწევ. არის დაცემის მომენტები, როცა ვერაფერში ხედავ პოზიტივს და მხოლოდ რწმენა გაიმედებს - ესეც გაივლის.

არის სიმშვიდის, მარტოობის, ინსპირაციის, სიყვარულის, ბრაზის მომენტები... ცხოვრება სავსეა განსხვავებული სიტუაციებით, ზოგჯერ გვიჭირს იმის გააზრება, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე სამყაროში ხდებოდეს ასეთი კონტრასტული მოვლენები. მერე კი ხვდები, რომ ცხოვრება ამ ყველაფერის გამაერთიანებელია. ცხოვრება ცრემლებიცაა და სიხარულიც, გულის ტკენაც და ბედნიერებაც. ფაქტია, რომ პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები ყველას ცხოვრებაში დაბალანსებული არ არის, როცა ამ ყველაფერს თვალს უსწორებ ჩნდება კითხვა: ღირს კი ცხოვრება? რისთვის შეიძლება ღირდეს ცხოვრება? ეს დამოკიდებულია შენს რწმენაზე.

რეალობამ დამარწმუნა იმაში, რომ ჩვენში გაიღვიძებს სიცოცხლისა და ცხოვრების ხალისი, გვექნება რწმენა იმისა, რომ ცხოვრება მართლაც რომ დაუნდობელი და ამავდროულად მშვენიერია. ვაჟასი არ იყოს -„ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქმნელია ავისა". რა გვასწავლა კარანტინმა? სახლში ყოფნამ? სიჩუმემ? ამ ყოველივემ გვასწავლა ის, რომ ცხოვრება მშვენიერია, გვასწავლა რა არის ნამდვილი მეგობრობა, გვასწავლა სიყვარული, გვერდში დგომა და ერთმანეთის დახმარება, გვასწავლა ახლგაზრდებს ოჯახში საქმიანობა. გვასწავლა რა არის მონატრება.

მონატრება ადამიანების მძიმე სასჯელი ყოფილა, რადგან გვენატრება ყველა ჩვენ გარშემო, ვისთანაც გვქონია ურთიერთობა, გვენატრება ისეთი ადამიანებიც, რომლებზეც არასდროს ვიფიქრებდით, რომ ოდესმე მოგვენატრებოდა. თურმე შეუცნობელი ყოფილა მონატრება! ერთი სული გვაქვს როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, რომ ვნახოთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს! მონატრება და სიყვარული სკოლის მიმართაც გაგვიჩნდა.იმ სკოლის მიმართ, რომელზეც, ერთხელ მაინც გაგვიფიქრებია - „ნეტა ეს სკოლა დაიწვას", მაგრამ ახლა ამ წინადადების ნაცვლად გვესმის ყველა მოზარდისგან: „ნეტავ მალე დაიწყებოდეს სკოლა, ჩემს მეგობრებს ვნახავ, გაკვეთილებს უფრო გულმოდგინედ ვისწავლი...." . ზოგი უკვე პანიკაშია სახლში ყოფნის გამო. ჩვენი მშობლები, 90-იან წლებში, ბევრად უარეს პირობებში გვზრდიდნენ და ახლა ჩვენ შუქით, გაზით, ტელევიზორით და ინტერნეტით განებივრებულებმა ვიწუწუნოთ, უხერხულია და ამავდროულად სასაცილოც.

ვფიქრობ, ახლა მოვიცალეთ, რომ უფრო მეტი წიგნი წავიკითხოთ, მეტი ფილმი ვნახოთ, მუსიკა მოვისმინოთ; ხატეთ, წერეთ, ივარჯიშეთ, სიახლეებს გაეცანით, ინფორმაციები მოიძიეთ. ცუდი ისაა, რომ არ ვიცით, კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი გამოცდის წინაშე ვართ, ადამიანებიც, ექიმებიც და საერთოდ მთელი მსოფლიო! მე მჯერა, რომ ამ მტკინვეულ გამოცდასაც გავუძლებთ, მიუხედავად დიდი დანაკარგის! მჯერა, რომ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება! შეიძლება უკეთესი რიტმითაც!- გულწრფელი ურთიერთობებით მდიდარი, თავდაჯერებული მიზნებით, მყარი სურვილებით, გააზრებული ნაბიჯებით, რადიკალური გადაწყვეტილებებით… ერთგულებით, პატივისცემით, სიყვარულით, ღირსებით… ეს იქნება ეტაპი როდესაც გვეცოდინება რა, რატომ და როგორ! მჯერა მხოლოდ ნამდვილის და ვაფასებ მხოლოდ ფასეულს! მოწონება — მომწონს და სიყვარული — მიყვარს! ყველაზე რთული სამართავი ყოფილა ტრაგიზმის საშიში სიჩუმე, და ბედნიერების ემოციური ფეიერვერკი, მაგრამ უნდა მოერიო ორივეს! და თუ არ წაიქეცი, გამართულად ვერასდროს გაივლი. მსოფლიოში ყოველ მოვლენას აქვს კარგი და ცუდი მხარეც. დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება ერთსულოვნება და მოწოდება, რომ არ გავრცელდეს კორონა ხალხში, ამ საგანგებო სიტუაციის მთავარი ტალღა, გაიზიარე მეგობარო და დარჩი სახლში! შენ ერთი დგახარ დღეს პანდემიის სადარაჯოზე და მოვალე ხარ ეპიდემია აღმოვფხვრათ ხალხში. გაიზიარე მეგობარო, ქვეყნის გზავნილი, დაიცავი სხვისი ჯანმრთელობა და დარჩი სახლში!

#დარჩისახლში!
#გადავარჩინოთერთმანეთი!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება