მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მაგდა წაქაძემ, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, სკოლის ბიბლიოთეკას საბავშვო წიგნების შესაძენად თანხა აჩუქა.
„სიკეთე ქველმოქმედებაა საზღაურის გარეშე!!!
წიგნის საერთაშორისო დღისათვის მაქვს კარგი ამბავი, რომელიც ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის პატარა მკითხველებს და არა მხოლოდ მათ, ძალიან გაახარებთ.
რამდენიმე წლის წინ, პროფესორმა, არსენ გვენეტაძემ მშობლიურ სკოლაში განახორციელა პროექტები და სხვა ქველმოქმედების გარდა, სკოლიs ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საოჯახო ბიბლიოთეკა.
სიკეთე გადამდებია და მას მიმდევრები გამოუჩნდნენ. სკოლის კურსდამთავრებულმა, მაგდა წაქაძემ, რომელიც ამჟამად ისრაელში ცხოვრობს, სკოლის ბიბლიოთეკას აჩუქა საბავშვო წიგნებისთვის შესაძენი თანხა.
მაგდა ფიქრობს რომ, მისი მშობლების, ღვაწლმოსილი პედაგოგების ეთერ და ჯაბა წაქაძეების ხსოვნის პატივსაცემად, მშობლიურ სკოლას ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერ გაუკეთებდა.
ჩვენ კი უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ მაგდას ქველმოქმედებისათვის და პატივს მივაგებთ მისი მშობლების ხსოვნას“,-აღნიშნავს სკოლის ბიბლიოთეკარი მანანა კაპანაძე.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც