სიახლეები
სკოლები

„დაიკეტა დედამიწა, გაჩერდა და გაჩუმდა ყველა და ყველაფერი“ - თელავის N5 სკოლის მასწავლებლის, ია კოკოშაშვილის ემოციური ჩანახატი
24-04-2020
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგი ია კოკოშაშვილი მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ ვითარებას ჩანახატს უძღვნის. მასწავლებელი თავის ნაშრომში გადმოსცემს, თუ რაზე დააფიქრა თვითიზოლაციის პერიოდმა ყველაზე მეტად.

მონატრების 1 თვე-რა გვასწავლა სიჩუმემ

„გაზაფხული შემოსულა ლენ!

რია - რია აუტეხავთ ჩიტებს,

მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,

თეთრი ტილო მომიქარგე შენ“.

გაზაფხული მოვიდა, თუმცა კორონას გამო ვერც ჩიტების ჟრიამული და ჭიკჭიკი გავიგეთ, ვერც წითელ-ყვითელი  ჩითები ვუყიდეთ ერთმანეთს. მომენატრა მწვანე ბალახი, ლურჯი ზეცა, აყვავებული ხეები და მათი დამათრობელი სურნელი.

არასოდეს ვაფასებთ ადამიანები იმას, რაც გვაქვს. იმაზე არც კი დავფიქრებულვართ, რომ იმაზე მეტი გვაქვს ვიდრე ვიმსახურებთ.

„მომენატრა სათიბი და ტყე, სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის, შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის და ცისფერი უბორკილო დღე“. უ ბ ო რ კ ი ლ ო - ბორკილი ადევს ყველაფერს: სუნთქვას, გარეთ გასვლას, მზით და ხედებით ტკბობას, ადამიანებს შორის ურთიერთობებს, ღიმილს, მოკითხვას, სიცილს, მოსწავლეთა ჟრიამულს, ცოდნის გაზიარებასა და მიღებას და საერთოდ ყველაფერს. ახლა უფრო გავიგეთ, ვისწავლეთ ამ ყველაფრის ფასი.

დაიკეტა დედამიწა, გაჩერდა და გაჩუმდა ყველა და ყველაფერი. ეს ადამიანთა დაუდევრობისა და სიბოროტის შედეგია. მართალი ყოფილა: ადამიანი და ღმერთი ხანდახან გაპატიებენ, ბუნება კი - არასდროს. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ბუნების და ეკო სისტემის გაფრთხილება, მასზე მოვლა, ზრუნვა.

ოჯახის წევრებთან გვიწევს ყოფნა, თითქოს ახალი თვისებების აღმოჩენა, ერთმანეთის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება. ოჯახის წევრებმაც ვისწავლეთ ერთმანეთის უფრო მეტად პატივისცემა, დაცვა, ზრუნვა, სიყვარული.

ირგვლივ სიჩუმე, დარდი და სევდაა დღის თუ ღამის ქუჩებში. მტანჯველი გრძნობაა სიჩუმე და მონატრება. მოიღრუბლა, წვიმს, წვიმს. ეს დღეები უნდა იწვიმოს. წვიმა უთქვენობას ჰგავს. ყოველი დღე უსაშველოდ იწელება, მონოტონურად. მუშაობა კომპიუტერთან, დისტანციური გაკვეთილები.- აქ მაინც გვაქვს შესაძლებლობა ბავშვების ხმა გავიგოთ და მათი მონატრება ოდნავ მაინც გავიქარვოთ. თურმე როგორ მყვარებია ყველა, ყველა ბავშვი, ყველა თანამშრომელი. მინდა ჩაგეხუტოთ ყველას მაგრად და გითხრათ, რომ   მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ . რა ლამაზად ჟღერს - სიყვარული. ამ მონატრებამ და სიჩუმემ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი   გ ვ ა ს წ ა ვ ლ ა.

მარტონი ვართ ამ სამყაროში. ადამიანებს ჩვენი თავი ყოვლისშემძლე გვეგონა, თურმე ერთ ვირუსს შეუძლია ადამიანს აჩვენოს სინამდვილეში რა არის, რა უსუსურია, დაუცველი, ურწმუნო და უღმერთო. მარტოობაში ადამიანებმა ღმერთი მიატოვეს, ნაცვლად იმისა რომ უფლისთვის ეთხოვათ შენდობა და დახმარებაა, უფალი მიატოვეს მსგავსად ადამისა, გარდა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ი. ეს ხომ სასწაულია. დედამიწაზე ხალხთა მარტოობამ ქართველებს უფლის სიყვარული, სასოება, რწმენა და იმედი უფრო გაუძლიერა და გაუღრმავა. ზიარება კვლავ მიმდინარეობს ჩვენს ტაძრებში და სწორედ ეს მადლი, ამასთან კომპეტენტური ორგანოების და პროფესიონალების ძალისხმევის გამოა საქართველო ასე წარმატებული კოვიდ-19 თან ბრძოლაში.

მონატრების 1 თვემ და სიჩუმემ გვასწავლა უფლის, დედამიწის, ბუნების, ოჯახის, თანამშრომლების, მოსწავლეების, მეგობრების-ერთმანეთის სიყვარული.

მე თქვენ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !!!

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება