მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნანუკა ჯაყელი „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის ფარგლებში საკუთარ ჩანახატს გვიზიარებს. მოსწავლის ნამუშევარს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
მონატრების 1 თვე. ერთი თვეა სიმყუდროვეა, ერთი თვეა სიმყუდროვეც მაღიზიანებს... თითქოს, ეს ერთი თვე საუკუნეა, თითქოს ყველაფერი გაიწელა. ჩემს თავთან მარტო დარჩენილს, ჩემს თავთან მარტო მოლაპარაკეს, ესეც მომბეზრდა... სიჩუმე-სიცარიელეა. შეიძლება იმდენი ვიფიქრე, რომ საკუთარი თავის ფიქრებსაც გავცდი, შეიძლება იმდენი ვიფიქრე, რომ მე ჩემს თავთან მარტო დარჩენილს, ჩემი თავიც უცხო მგონია... გარეთ გავალ და თითქოს სამყაროს სიმძიმით ვივსები, თითქოს სამყაროს ვამძიმებ ამ უზარმაზარი ტანჯვის დროს... ამდენი ხანი საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს, ფიქრიც კი აღარ მაძინებს, ყველაფერზე ვიფიქრე და საკუთარი თავის სიმძიმეც კი ვიგრძენი... მენატრება, ძველი-ჩვეული ცხოვრება მენატრება. მენატრება, ძველი-ლაღი დრო მენატრება. ყველა მენატრება, შენც მენატრები.
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება