მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოფიკო ჭიაურელის სახელობის თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური საქართველოში ეპიდემიისგან გამოწვეულ ვითარებაზე წერილს აქვეყნებს. დირექტორი აღნიშნავს, რომ კორონავირუსმა განათლების სისტემაში დააჩქარა ისეთი რეფორმები, რომლებსაც, ჩვეულ რეჟიმში წლები დასჭირდებოდა.
გაეცანით ქეთევან ჩოქურის წერილს:
მგონი სასწაულის მომსწრენი ვართ კოლეგებო!
კორონა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების კორონაციას ახდენს!
წლების განმავლობაში ევოლუციურად მიმდინარე რეფორმები იძულებით რევოლუციურ რეჟიმში გადავიდა. ამან ისეთი საოცრებების კეთება შეგვაძლებინა ერთ თვეში, რასაც, შესაძლოა,1-2 წელს მოვანდომებდით.საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ:დავიწყეთ Teams- ის პლატფორმის ათვისება; თავიდან იყო დაბნეულობა, უძილო ღამეები, წუწუნი, დაღლილობა, მაგრამ არც ერთი მომენტი უკან დახევისა და უიმედობისა. გავიწაფეთ, ბევრი მშობლისგან ვიგრძენით მხარდაჭერა, ისე აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, ვერც ვინატრებდი, ნამდვილად ღირსეულ
პარტნიორობას გვიწევენ! ყველაფერმა ამან შეგვმატა თვითდაჯერებულობა, მოგვანიჭა კმაყოფილება, მოკლედ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ აღმოჩენებითა და კეთებით სწავლების უალტერნატივობა.
რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ფიზიკურ დისტანცირებას გარკვეული ხიბლიც აქვს! ვირტუალურ სივრცეში არ არის ბიუროკრატიული წნეხი, მასწამლებელი უფრო მეტად შემოქმედია, იგი ინდივიდუალურად აწარმოებს მიწერ - მოწერას თითოეულ მოსწავლესთან და ამ ეტაპზე აძლევს მხოლოდ განმავითარებელ შეფასებას ანუ არ ითვლის ქულებს! მოკლედ ვირტუალურ სივრცეში მეტი თავისუფლებაა, შესაბამისად მეტი ნდობა. მოსწავლე, რომელიც პასიურია და, სამწუხაროდ, როგორც ხდება, კლასში ყურადღების მიღმა რჩება, აქ უკეთ ავლენს ინტელექტუალურ და სულიერი მიდრეკილებებს! ეს ძალიან მნიშვნელოვანია! არის კიდევ სხვა პლუსები და ამიტომ „მშვიდობიან“ დროს, ჩვენ ამ გამოცდილებას აუცილებლად განვავრცობთ.
ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენს ხელთ არსებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით შეგვიძლია მაღალი დონის საგანმანათლებლო სერვისი მივაწოდოთ მოსწავლეებს. პროცესი დღითიდღე იხვეწება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეების განვითარების პროცესი არ შეფერხდეს, არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს დისტანციური სწავლების მიღმა, ისინიც კი, ვისაც ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა (ასეთები ცოტაა) ჩართულები არიან სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით.
ფაქტია, გამოწვევების მაშტაბურობის მიუხედავად, ჩვენ აღმოვჩნდით მნიშვნელოვნად მომზადებულები, რაც, ალბათ, არც არის გასაკვირია, რადგან
დღევანდელი წარმატება უამრავი ადამიანის დიდი შრომის შედეგია! მათი, ვინც ბოლო 2 წლის განმავლობაში ქმნიდა სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკას, როგორც აღმოჩნდა მყარი საფუძველი შეგვიქმნეს, იმდენად მყარი, რომ თავზე დამტყდარ გლობალურ რყევებს სისტემა უძლებს და აგრძელებს ფუნქციონირებას.
ჩვენი სამინისტროს ყველა რგოლის პროფესიონალების, რომლებმაც უმაღლესი კლასის მუშაობა გვაჩვენეს. (არ შემიძლია ცალკე არ გამოვყო ახალი სკოლის მოდელის გუნდი, microsoft show case school პროექტი)
ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან გვიწევენ დახმარებას.
მასწავლებლების, ფრონტის წინა ხაზზე მაინც ისინი არიან!
მე ვიტოვებ იმედს, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიაზრებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ღვაწლი, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ახალგაზრდებმა არ იგრძნონ წყვეტა, დაინახონ, რომ მათზე ზრუნავენ და ინტერესით შეხვდნენ ახალ გამოწვევებს.
მინდა მჯეროდეს, რომ გაგიჩნდებათ სურვილი ამ ადამიანებსაც გადაუხადოთ მადლობა!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც