მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია ბერაია წერილის აქვეყნებს, სადაც მასწავლებლობამდე განვლილ გზას გვიყვება.
„ჩემი სკოლისადმი სიყვარული დაიწყო ძალიან ადრე, როცა ჩემი და და ბიძაშვილები სკოლაში წავიდნენ. მე, წესით ბაღში უნდა მევლო, თუმცა ომგამოვლილ სოფელში ბაღი აღარ ფუნქციონირებდა (დღემდე ასეა სამწუხაროდ). დედა მიხსნიდა, რომ სკოლაში 6 წლამდე ვერ ვივლიდი. ვჩქარობდი გაზრდას. ვიდექი აივანზე და ვიცდიდი როდის გამოჩნდებოდნენ სკოლიდან მომავალი ჩემი და და ბიძაშვილები. როგორც კი მოვკრავდი თვალს, ვტაცებდი ჩანთას ხელს და გავიქცეოდი მათ შესახვედრად, ჩავკიდებდი ხელებს და სახლში შემოვდიოდი თითქოს მეც სკოლიდან ვბრუნდებოდი. ვისადილებდით და ვიწყებდით მეცადინეობას, ისინი დამოუკიდებლად, მე მასწავლებლად მამიდა ავიყვანე. ჩემი დის ნაქონი წიგნები მქონდა, ზეპირად ვიცოდი პირველი კლასის მასალა. აი ასე, ბაღის პროგრამის ნაცვლად სკოლის პროგრამას გავდიოდი 4 წლის ასაკში. როგორც იქნა გავხდი 6 წლის, თუმცა ვერ წავედი სკოლაში. (ამ დროისთვის ჩვენ ისევ მოგვიწია აფხაზეთის დატოვება და დროებით, სოფ. რიყეში გადასვლა). სკოლის ადმინისტრაციამ არ მიმიღო პირველ კლასში, რადგან ბაღში არ მევლო. ერთი წელი მოსამზადებელ კლასში მომიწია სწავლა (ამ დროს მე დაწყებითი კლასების პროგრამა თითქმის ზეპირად ვიცოდი). გავიდა ეს ერთი წელიც და როგორც იქნა პირველად შევაღე სკოლის კარი. მიყვარდა სკოლა, კლასელები და დალი მასწავლებელი მისი სიყვარულით გადაწყვეტილი მქონდა, რომ მეც მასწავლებელი გავხდებოდი. თოჯინებით „დედობანა“ არასოდეს მითამაშია. მე მასწავლებელი ვიყავი და ჩემი თოჯინები კი მოსწავლეები. სკოლის ბუფეტში კვებისთვის იშვიათად ვხარჯავდი ფულს, ვზოგავდი, რომ ფერადი კალმები მეყიდა. გაკვეთილების მომზადების მერე ისევ მასწავლებელი ვხდებოდი ჩემი თოჯინები კი ჩემი მოსწავლეები. წლები გავიდა ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, სამჯერ მომიხდა სკოლის გამოცვლა, მაგრამ მომავალი პროფესიის შეცვლა არასოდეს მიფიქრია. ასე გავხდი მასწავლებელი. სკოლის კარი როგორც მასწავლებელმა პირველად 2017 წელს შევაღე. 19 მოციმციმე ვარსკლვავი დამხვდა მთელს სკოლაში. არ იყო ადვილი ახალ გარემოსთან შეგუება, მაგრამ მე ეს შევძელი ჩემი მოსწავლეების სიყვარულით, ჩემი კოლეგების თანადგომით და სრულიად მთელი სოფლის მხარდაჭერით. მთაში წასვლის გადაწყვეტილებას მიპროტესტებდნენ ჩემი მეგობრები, ვერ ხვდებოდნენ რა დამრჩენოდა აქ?! რატომ?! ამ კითხვაზე პასუხი მე მათთვის არ გამიცია. არც ახლა ვაპირებ ვუთხრა რამე. უბრალოდ შეხედეთ მათ თვალებში. თვალებში სადაც სიკეთე და სიყვარული ღვივის!
#დამაბრუნეთამბედნიერდღეებში“.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც