სიახლეები
სიახლეები

„ვდგავარ იქ, სადაც ჩემი მოსწავლეები არიან“ - როგორ ემზადება ახალსოფლის საჯარო სკოლა შემაჯამებელი ტესტისთვის
26-04-2020
-
+


ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდა მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. დღეს კი ფაქტია - პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა; არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა ქართული საგანმანათლებლო სისტემაც, თუმცა დისტანციური სწავლება უცხო სულაც არ აღმოჩნდა იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც izrune.ge-ს კარგა ხანია ემეგობრებიან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გულშემატკივრობს ყველაზე მზრუნველ პროექტს და როგორც დირექტორმა, ტარიელ მიქელაძემ გვითხრა, ყოველთვის დგას იქ, „სადაც გოჩა ტყეშელაშვილია - იქ, სადაც ქართული სული და გულია“.

როგორ გაუმკლავდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების თავისებურებებს, რა დადებითი როლი შეასრულა izrune.ge-მ ამ საქმეში და როგორ ემზადებიან ადგილობრივი მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის? - ამ კითხვებზე პასუხებს სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძის ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- არსებულ ვითარებაზე ის შემიძლია გითხრათ, რომ მეც, ჩემ მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ერთად გადაგვაქვს ყველაფერი. ბავშვები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, ხოლო ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ტელეფონის საშუალებით ვუკავშირდებით. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეულ ბავშვამდე მიიტანონ ზუსტი ინფორმაცია, რათა სწვლების პროცესი არ შეფერხდეს და მოსწავლეებმაც სათანადო განათლება მიიღონ.


- როგორც დირექტორი, მორალურად როგორ ამხნევებთ მოსწავლეებსა და კოლეგებს, ბატონო ტარიელ?

- თითოეული ჩვენგანი უნდა დადგეს იქ, სადაც ჩვენი მოსწავლეები არიან და ერთად უნდა შევძლოთ, ისე გავუმკლავდეთ გამოწვევებს, ბავშვებზე არ აისახოს.

- სწავლის ხარისხს როგორ აკონტროლებთ?

- მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან, მშობლების ჩართულობაც მაღალია...ჩემი შვილი მეათეკლასელია და პირადად ვაკონტროლებ, როგორ სწავლობს. როგორც დირექტორს და როგორც მშობელს, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის - მასწავლებლები ბოლომდე იხარჯებიან, რათა მოსწავლეებმა საჭირო განათლება მიიღონ... თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ნამდვილ ურთიერთობებს. ძალიან მომენატრა სკოლა, ეზო, კედლებიც კი. იქ ყველაფერი მოწესრიგებულია და ჩვენი სკოლა მზადაა სასწავლო პროცესის დაწყებისთვის. არსებულ სიტუაციაში კი, შეუძლებელია, არ აღვნიშნო izrune.ge-ს მნიშვნელოვანი წვლილი - სწორედ ამ პროექტის წყალობით, საქართველოს უამრავმა მოსწავლემ უკვე იცოდა ტექნიკასთან ურთიერთობა; ბავშვები გარკვეულწილად მზად აღმოჩნდნენ, დავალებები დისტანციურად, ონლაინ-შეესრულებინათ და ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესია.

- ახლა როგორ ემზადებიან თქვენი სკოლის მოსწავლეები შემაჯამებელი ტესტისთვის?   

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მოსწავლეების 80 პროცენტი ჩართულია პროექტში. მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად ემზადებიან და თავს არ ზოგავენ, რათა საუკეთესო შედეგები ჰქონდეთ. ძალიან მოტივირებულები არიან, ასეთივე ენთუზიაზმით ემზადებოდნენ „წიგნიერების ხუთშაბათისთვის“ და ეს მასალები უკლებლივ მაქვს. ვფიქრობ, ასეთ პროექტებში მოსწავლეებისა და ზოგადად სკოლების ჩართულობა აუცილებელია, რადგან izrune.ge მოსწავლეებს უდიდეს სტიმულს აძლევს. Izrune.ge ზრუნავს მათზე, ჩვენ კი, უფროსები, ნათლად ვხედავთ, როგორ არიან ორიენტირებულები სწავლაზე, როგორია მათი ხედვა და თამამად შემიძლია გითხრათ - ჩემი მოსწავლეები, ჩემი შვილები ამ ყველაფერს ღირსეულად ართმევენ თავს. მე კი, ვდგავარ იქ სადაც დგას ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი და ჩვენი მომავალი თაობა, იქ სადაც ქართული სული და გულია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

KIU და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებენ

ვინ არ დაისვენებს უქმე დღეებში

პედაგოგები 22-საათიან ტრენინგს გაივლიან - მასწავლებლის სახლი დეტალებზე

16 წლის ბიჭი 14 წლის მოზარდმა დაჭრა - დეტალებზე დედა საუბრობს

ბაღების თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა ბიუჯეტშია გათვალისწინებული - რომელ მუნიციპალიტეტს ეხება ცვლილება

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეების ნამუშევრები მრავალფეროვანი და საინტერესო გახლდათ, მნახველთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა და რეალიზებაც წარმატებით მოხერხდა 

მათ დაამზადეს კედლის გაზეთი, პლაკატები, პოსტერები და ელექტრონული რესურსი აღნიშნულ თემაზე

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს

საინტერესო

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სიახლეები
საზოგადოება