საკვალიფიკაციო გამოცდები ღია ცის ქვეშ და ნიღბიანი აპლიკანტები - როგორ ჩატარდა ტესტირება ქარსა და სიცივეში სეულში?
26-04-2020
დაკოპირებულია
-
+
ნიღბები ვირუსისა და ქუდები ქარისგან დასაცავად - ამ მთავარი ატრიბუტებით ჩააბარეს გამოცდა ღია ცის ქვეშ, სეულში, სამხრეთ კორეაში. აპლიკანტებს ტესტირების ჩაბარება რთულ პირობებში, ცივ და ქარიან ამინდში მოუწიათ - ცალი ხელით წერდნენ, მეორე ხელით კი ფურცლების დაკავება უწევდათ.
თუმცა, მხოლოდ ეს არ განასხვავებდა დაზღვევის აგენტის საკვალიფიკაციო გამოცდებს წინა ტესტირებებისგან, გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირებს წერის დაწყებამდე სიცხეც გაუზომეს. შემდეგ კი სოციალური დისტანციის დაცვით დასხდნენ და მთელი გამოცდის პერიოდში ნიღბები არ მოუხნიათ.
გამოცდის ორგანიზატორებმა სამუშაო მაგიდებსა და სკამებს წინასწარ ჩაუტარეს დეზინფექცია.
დაზღვევის აგენტის სალიცენზიო გამოცდები თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გამო მისი გადადება მოუწიათ. მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო ცივი ამინდის გაძლება, აპლიკანტები მაინც კმაყოფილები იყვნენ, რომ გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ახლა მაინც მიეცათ.