მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
COVID-19 - ის მიერ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე.
„რეგიონის სხვა მცხოვრებთა მსგავსად, ჩვენი თემიც მოკლებულია ინტერნეტიზაციას, ამიტომ თავდაპირველად გაგვიჭირდა მოსწავლეებთან კონტაქტი, თუმცა პედაგოგების, მშობლების და მოსწავლეების ერთობლიობით მივმართეთ ყოველგვარ საშუალებას: დავრეგისტრირდით team-ში, feedc-ში, შევქმენით კლასები და ჯგუფები facebook-ში და messenger-ში, გვაქვს ინდივიდუალური სატელეფონო კონტაქტები რამდენიმე მოსწავლესთან. შევადგინეთ ონლაინ გაკვეთილების ცხრილი, რომელშიც გავაერთიანეთ ტელეგაკვეთილებიც. გაკვეთილების ხანგძლივობა და რაოდენობა მორგებულია მოსწავლეთა პირობებსა და ფსიქოლოგიურ განწყობაზე. ვახერხებთ საპროგრამო მასალის ათვისების შეფასებას და მონიტორინგს.
ერკეთის საჯარო სკოლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სათანადო ყურადღების მიღმა არ დარჩეს არცერთი მოსწავლე და შეუფერხებლად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ბევრ წარმატებულ დღეს ვუსურვებთ ლილიკოს“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც