სიახლეები
სიახლეები

რომელ რიცხვში განახლდება სწავლა სექტემბერში? - სამინისტროს პასუხი კითხვაზე, იცვლება თუ არა სასწავლო წლის დაწყების თარიღი
04-05-2020
-
+


დაიწყება თუ არა სწავლა პირველ სექტემბერს და შეიცვლება თუ არა პირველკლასელთა მიღების ასაკი?! - ეს კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ დაიწყებოდა

აღნიშნულ კითხვებზე პასუხების მისაღებად, etaloni.ge-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა.

უწყება, სწავლის დაწყების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. მათი თქმით, დღეის მდგომარეობით ცვლილება არ შესულა კანონში და დღეს მოქმედი ბრძანების მიხედვით, ზოგადი განათლების კანონში სასწავლო წლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერია განსაზღვრული. თუ აღნიშნული თარიღი უქმე დღეს ემთხვევა, მაშინ ის მომდევო სასწავლო დღეს ინაცვლებს. 

ამასთან, ჯერჯერობით არ იგეგმება არც პირველკლასელთა ასაკის გადახედვა. როგორც კანონშია განმარტებული, პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა შესაძლოა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 6 წელი აქვს შესრულებული სწავლის დაწყების დროს. გამოდის, რომ ის ბავშვი შევა პირველ კლასში, ვისაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდება. 

ასე, რომ თუ სასწავლო წლის დაწყების თარიღი არ შეიცვალა და იგივე დარჩა 2020-2021 სასწავლო წელი 15 სექტემბერს, სამშაბათ დღეს დაიწყება.

იხილეთ ასევე: სკოლებში სწავლა სექტემბრამდე არ განახლდება, აკადემიური წელი არ გამოცხადდება - გიორგი გახარია

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება