მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის დარკვეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი ანნა ქავზინაძე საქართველოში კორონავირუსისგან შექმნილ ვითარებაზე წერს და ყველას მოუწოდებს, თვისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის და დედამიწის გადასარჩენად. მასწავლებლის ინიციატივით, მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი თემაზე - „დარჩი სახლში“.
„დღეს ძალიან უჭირს ჩვენს პლანეტას - დედამიწას, ის უხილავ მტერთან ბრძოლაშია ჩაბმული. უჭირს ჩვენს სამშობლოს -ს აქართველოსაც, რომელიც სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლაშია კორონავირუსის წინააღმდეგ და მას, დღეს, როგორც არასდროს, სჭირდება ჩვენი დახმარება და მხარში დგომა. ამიტომაც ვალდებულები ვართ, ყველა ჩვენგანი შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ მას, გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო და გადავირჩინოთ საკუთარი ოჯახები, ნათესავები, მეგობრები და საერთოდ, კაცობრიობა.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეც შემეტანა ჩემი მცირედი წვლილი და გამესაჯაროებინა ჩენი გულისნადები. დღესდღეობით ჩვენი მთავარი დევიზია -„დავრჩეთ სახლში“, გავითავისოთ ამ დევიზის მნიშვნელობა და შევასრულოთ ჩვენი მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჩვენივე კეთილდრეობისთვისაა საჭირო და აუცილებელია საგანგებო მდგომარეობისა თუ კარანტინის დროს.
ყველა პროფესიის ადამიანი ცდილობს, გამოადგეს თავის სამშობლოს და თავისი წვლილი შეიტანოს გადარჩენისთვის ბრძოლაში, მათ შორის არიან ექიმები, პოლიციელები, სამხედრო ნაწილები, მასწავლებლები, მძღოლები......და ასევე მოსწავლეებიც. დასაფასებელია ყველა პროფესიის ადამიანის ღვაწლი დღევანდელი პირობებში, მაგრამ განსაკუთრებულ მადლობას და თანაგრძნობას ჩვენი სასახელო ექიმები იმსახურებენ, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად ზრუნავენ და ღამეებს ათენებენ დაავადებულთა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ისინი დღევანდელი დროის უპირველესი გმირები არიან და მადლობა მათ ამისთვის. მადლობა ყველას, ვინც ეხმარება თავისი პატარა წვლილით დედამიწას და საკუთარ სამშობლოს.
დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებმაც შეასრულონ მათი მოვალეობები, ამიტომაც მოვუწოდებ ჩემს საყვარელ მოსწავლეებს: აქტიურად ჩაებნენ დისტანციურ სწავლებაში, დარჩნენ სახლში, დაიცვან პირადი ჰიგიენა, დაეხმარონ მოხუცებულებს და რაც მთავარია, უყურონ ტელეგაკვეთილებს, რათა ტელესკოლის საშუალებით შეძლონ იმ დარჩენილი მასალის გავლა, რაც ე.ს.გ-თაა გათვალისწინებული. ამით თავიდან ავიცილებთ აკადემიურ წელიწადს და დავაფასებთ მასწავლებლების მიერ გაწეულ შრომას და დროს, რომელსაც ისინი დისტანციური სწავლების დროს ხარჯავენ. რადგან დღესდღეობით ჯერ კიდევ არაა ყველა მოსწავლისთვის და მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტზე წვდომა და შესაბამისი კომპიუტერული მოწყობილობები, მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც დისტანციური სწავლების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება უწევთ, რაც მათგან დიდ ძლისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ანალოგიურად დასაფასებელია ყველა ის მშობელი, რომელიც ყველანაირად უწყობს ხელს თავის შვილებს, არ ჩამორჩენ პროგრამას და აქტიურად ჰყავთ ჩაბმული შვილები დისტანციურ სწავლებაში.
მადლობა ჩემს მოსწავლეებს, კოლეგებს და მშობლებს ასე ერთობლივი მუშაობისთვის და პასუხისმგებლობის გათავისებისთვის. და დღეს თუ ნებისმიერი ჩვენგანი გავითავისებთ ამ მძიმე მდგომარეობას და საკუთარ წვლილს შევიტანთ მდგომარეობის გამოსწორებისთვის, საქართველო აუცილებლად გადარჩება და გადავრჩებით ჩვენც.
დღეს ჩვენ მიერ დარგული ერთი ნერგი, წაკითხული წიგნი, დაწერილი ლექსი თუ სიმღერა, დახატული ნახატი თუ შექმნილი ნამუშევარი, სითბოსა და სიყვარულის გაღება დაუცველი პირებისადმი, მადლიერების გრძნობის გამოხატვა ყველა თავდადებული და ღირსეული ადამიანისადმი, - გადაგვარჩენს და ახალ იმედებსა და სიცოცხლეს მოგვიტანს. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება ამისთვის კი აუცილებელია „დავრჩეთ სახლში“ და გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, რასაც ახლა ჩვენი დედამიწა მოითხოვს ჩვენგან. ჩვენ გადავრჩებით და ისევ შევძლებთ დისტანციის დაცვის გარეშე ერთმანეთის მოფერებასა და ჩახუტებას", - წერს მასწავლებელი ანნა ქავზინაძე.
იხილეთ ვიდეო, რომელიც მასწავლებლის ინიციატივით VI-XI კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი გაგრძელდება მეორე სემესტრშიც